დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო (საერთო, თანამდებობრივი და დამატებითი)მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016211 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/02/2015 - 08/09/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19, 29-ე და 31-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო (საერთო, თანამდებობრივი და დამატებითი) მოთხოვნები დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დანართში მითითებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდეს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 4 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
დანართი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო (საერთო, თანამდებობრივი და დამატებითი) მოთხოვნები
|
მუხლი 1.
საერთო საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
ყველა კონკურსანტს მოეთხოვება:
1. ქართულ ენაზე სრულყოფილი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი; 2. შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ )ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”; (წყარო: http://www.parliament.ge/files/international-acts/conventions/2004/515-IIs-26-10-2004.doc); გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”; დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. 3. უნარ-ჩვევები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილი). |
მუხლი 2.
თანამდებობრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
გარდა პირველ მუხლში მითითებული ნორმატიული აქტებისა, თანამდებობრივი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
1. აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე (1 საშტატო ერთეული) ა) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414 ბრძანებულება „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ; (წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/112894 ) ბ) საქართველოს კანონი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“; გ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“; (წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2394392) დ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №23 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“. (წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2394807) 2. აპარატის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული) ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“; (წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2394392) ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №23 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“. (წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2394807) |
მუხლი 3.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
1. აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის ვაკანსიაზე
(1 საშტატო ერთეული) ა) უმაღლესი განთლების დიპლომი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება; გ) ერთ-ერთი უცხოური ენის საფუძვლიანი ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება; დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა; ე) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად). 2. აპარატის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე (3 საშტატო ერთეული) ა) უმაღლესი განათლების დიპლომი; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება; გ) ერთ-ერთი უცხოური ენის ცოდნა – წერა, კითხვა, მეტყველება; დ) კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა; ე) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად). |
მუხლი 4.
სავალდებულო ტესტირების ზღვარი |
კონკურსით გათვალისწინებული სავალდებულო ტესტირების მინიმალური ზღვარია 51%. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები