დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/09/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016248 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №42 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/11/2014, 010250020.35.161.016196) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დანართი №1-ით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“. 2. დადგენილების მე-2 მუხლი და დანართი №2 ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 ნოემბრის №43 დადგენილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. 2. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 თებერვლის №11 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა კონკურსის საკვალიფიკაციო (საერთო, თანამდებობრივი და დამატებითი) მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები