„ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 13/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016197
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13
19/02/2015
ვებგვერდი, 24/02/2015
010250050.35.138.016197
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/02/2015 - 20/03/2015)

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2015 წლის 19 თებერვალი

ქ. ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის  შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“, დანართის  შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის

მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1. სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვებათ  ახალციხის       მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს
1. ყველა მოხელეს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  შესახებ” ევროპული ქარტია;
გ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
2. ყველა მოხელეს მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ) იმ სამსახურის დებულების  და  ფუნქციონირებისათვის საჭირო სამართლებრივი  აქტების ცოდნა, რომლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ  ვაკანტურ  თანამდებობაზეც აკეთებს განაცხადს.

მუხლი 2. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი გამგებლის წარმომადგენელი  ადმინისტრაციულ ერთეულში
უფროს საჯარო თანამდებობის პირს გამგებლის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამის – Microsoft Office Word-ის დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა;
ბ) საშუალო განათლება.

მუხლი 3. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - განყოფილების უფროსი
უფროს საჯარო თანამდებობის პირს განყოფილების უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა.

მუხლი 4. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი მთავარი  სპეციალისტი
უფროს საჯარო თანამდებობის პირს მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა.
ბ) განათლება:
ბ.ა) ადმინისტრაციული სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური –  უმაღლესი განათლება;
ბ.გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.დ) შესყიდვების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ვ) კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.თ) იურიდიული სამსახური  – უმაღლესი განათლება;
ბ.ი) სამხედრო აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება.

მუხლი 5. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი წამყვანი სპეციალისტი
უმცროს საჯარო თანამდებობის პირს წამყვან სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა.
ბ) განათლება:
ბ.ა) ადმინისტრაციული სამსახური – საშუალო განათლება;
ბ.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.დ) შესყიდვების სამსახური  – უმაღლესი განათლება;
ბ.ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – ტექნიკური განათლება;
ბ.ვ) კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.თ) იურიდიული სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ი) სამხედრო აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება.

მუხლი 6. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი უფროსი სპეციალისტი
უმცროს საჯარო თანამდებობის პირს – უფროს სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა.
ბ) განათლება:
ბ.ა) ადმინისტრაციული სამსახური  – საშუალო განათლება;
ბ.ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.გ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.დ) შესყიდვების სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ე) ინფრასტრუქტურის, სივრცით მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური – ტექნიკური განათლება;
ბ.ვ) კონტროლისა და აუდიტის სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ზ) კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახური  – უმაღლესი განათლება;
ბ.თ) იურიდიული სამსახური – უმაღლესი განათლება;
ბ.ი) სამხედრო აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახური – უმაღლესი განათლება.

მუხლი 7. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი სპეციალისტი
უმცროს საჯარო თანამდებობის პირს – სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად, მოეთხოვება: