„ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 13/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016203
18
20/03/2015
ვებგვერდი, 25/03/2015
010250050.35.138.016203
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2015 წლის 20 მარტი

ქ. ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 თებერვლის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს კანონის "საჯარო სამსახურის შესახებ“ მე-19 მუხლის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 თებერვლის №13 დადგენილების (ვებგვერდი, 24/02/2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016197) დანართს დაემატოს  მუხლი 8, შემდეგი რედაქციით:
1. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - აპატარის უფროსს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა;
ბ) უმაღლესი განათლება;
გ) სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი.
2. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - მთავარ სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა;
ბ) უმაღლესი განათლება.
3. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - წამყვან სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა;
ბ) უმაღლესი განათლება.
4. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - უფროს სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა;
ბ) უმაღლესი განათლება.
5. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სპეციალისტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან ერთად მოეთხოვება:
ა) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) კარგ დონეზე ცოდნა;
ბ) უმაღლესი განათლება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე