დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.152.016213
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
16/02/2015
ვებგვერდი, 18/02/2015
210020020.35.152.016213
დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/02/2015 - 03/04/2015)

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №6

2015 წლის 16 თებერვალი

ქ.დუშეთი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, 121 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების  შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დუშეთის მუნიციპალიტეტში და დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
 1. ქალაქ დუშეთში, მუნიციპალიტეტში შემავალ დაბებში და სხვა დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 0.37 (ოცდაჩვიდმეტი) თეთრით თვეში.

   2. ფიზიკური პირებისათვის,  რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან მასზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.30  ლარით თვეში.

  3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.

 

მუხლი 3
  იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 4
 ძალადაკარგულად ჩაითვალოს „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის №56 დადგენილება (ს/კ210020020.35.152.016162).
მუხლი 5
ეს დადგენილება ძალაშია 2015 წლის პირველი მარტიდან.                 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი



დანართი N1
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი აწესრიგებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს;

  2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.

  3. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია დასუფთავების მოსაკრებლის ამოსაღებად გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან.

 


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
1. მოსაკრებლის გადამხდელია დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს დასუფთავების მომსახურებით.

მუხლი 3. მოსაკრებლის გადახდის წესი
1. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გაიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

  2. გადამხდელი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 3. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

  4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული გადამხდელის ან მისი წარმომდგენი ნებისმიერი სხვა პირის მიერ.

  5. მოსახლეობაში ნარჩენების წარმომქმნელ პირთა რაოდენობის შეცვლისას,  მიმდინარე თვის მოსაკრებელი დაიფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

  6. მესაკუთრის შეცვლისას, ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

  7. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას, უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

  2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.

  3. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს გამგეობის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან - საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

  4. მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური პირის საკუთრებაში ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილება შეიძლება დადასტურდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტით ან - გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით;

  5. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ, თვის დასრულებასთან ერთად.

  6. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით, გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

  7. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტისას, მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

 


მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებელი გადახდა ხდება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 20 რიცხვამდე;

    2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.



დანართი N2
დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი იურიდიული პირებისათვის

 

N

 

საქმიანობა

 

ზომის ერთეული

წლიური დაგროვების ნორმა მ3      

 

განაკვეთი თვეში (1 მ3 – 6,126ლ.)

 

1

 

მუზეუმები, ბიბლიოთეკები

 

საერთო ფართის 1 მ2

 

0,04   

 

0,020

 

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

 

საერთო ფართის 1 მ2

 

0,08

 

0,040

 

3

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაღები(საგანმანათლებლო დაწესებულებები)

 

ერთ მოსწავლეზე

 

0,198

 

0,101

 

4

 

სასტუმროები

 

მომსახურების ერთი საწოლი

 

1,72

 

0,878

 

5

 

საავადმყოფოები     

 

ერთი საწოლი

 

1,157

 

0,590

 

6

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

 

საერთო ფართის 1 მ2

 

0,12

 

0,061

 

7

 

 

სტადიონები, სპორტულ -გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია ფართის 1 მ2

 

5000 მ2-მდე

 

0,02

 

0,010

 

5000 მ2-დან – 15000 მ2-მდე

 

0,015

 

0,007

 

15000 მ2-დან – 50000 მ2-მდე

 

0,008

 

0,004

50000 მ2-ზე მეტი

0,006

0,003

 

8

 

სასურსათო საქონლის მაღაზიები      

 

სამუშაო ფართის 1 მ2

 

0,50

 

0,255

 

9

 

სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები

 

სამუშაო ფართის 1 მ2

 

0,25

 

0,127

 

10

 

აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1 მ2

ყოველდღიურად მომუშავე

   0,1

0,051

 

კვირაში ერთ დღეს მომუშავე

 

0,024

 

0,012

11

 

ბენზინგასამართი/გაზგასამართი სადგურები

ღია ფართის 1 მ2

0,005

0,002

დახურული ფართის 1 მ2

0,08

0,040

 

12

 

სადალაქოები და სილამაზის

 

სალონები    

 

საერთო ფართის 1 მ2

 

0,35

 

0,178

 

13

 

სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდებარე წარმოებისას და საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

 

საერთო ფართის 1 მ2

 

0,25

 

0,127

 

14

 

რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები  

 

ერთ დასაჯდომ ადგილზე

 

2,4

 

1,225

 

15

საბანკეტო დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ ადგილზე

 

0,96

 

0,490

16

საცხობები

სამუშაო ფართის 1 მ2

0,26

0,132

 

17

 

       საავტომობილო სადგურები

ღია ფართის 1 მ2

0,008

0,004

დახურული ფართის 1მ2

0,08

0,040

 

18

საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები

 

სამუშაო ფართის 1 მ2

 

0,008

 

0,004

 

 

19

 

 

არასამეწარმეო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები: ღია ფართის 1 მ2       

 

50000 მ2-მდე

 

0,005

 

0,002

50000 მ2-დან – 150000 მ2-მდე

0,003

0,0015

150000 მ2-დან – 200000 მ2-მდე

0,0025

0,0012

200000 მ2-ზე მეტი

0,0003

0,000153

 

20

 

მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები     

 

ერთი საწოლი

 

1,157

 

0,590

 

21

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ-მომსახურების ადგილები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0,02

0,010

დახურული ფართის 1 მ2

0,14

0,071

22

სამხედრო ნაწილები

ერთი ადგილი

0,8

0,40

 

23

 

სკოლა-პანსიონები

Mმომსახურების ერთი საწოლი

 

1,72

 

0,878

24

ჯართის მიმღები პუნქტები

საერთო ფართის 1 მ2

0,01

0,005

 

შენიშვნა:

მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა:

მ = წ. დ. ნ. / 12 X ტ.

მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე.

წ. დ. ნ. – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა.

,,ტარიფი’’ – 1 მ3 დასახლებული ტერიტორიის დაგვა – დასუფთავების, წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლობისა და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა – პატრონობის ტარიფი.


9. 21/01/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 22/01/2021 8. 28/04/2020 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 10 - ვებგვერდი, 28/04/2020 7. 01/03/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 06/03/2019 6. 18/01/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 22/01/2019 5. 19/05/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 15 - ვებგვერდი, 22/05/2017 4. 06/01/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 2 - ვებგვერდი, 09/01/2017 3. 01/04/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 11 - ვებგვერდი, 07/04/2016 2. 25/12/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 37 - ვებგვერდი, 30/12/2015 1. 03/04/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 9 - ვებგვერდი, 07/04/2015