დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/03/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020020.35.152.016365 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 18/02/2015, ს/კ: 210020020.35.152.016213) კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია დასუფთავების მოსაკრებლის ამოსაღებად გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება იურიდიულ პირებთან.“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მერიის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.“; გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსაკრებლის გადამხდელი ფიზიკური პირის საკუთრებაში ნარჩენის წარმომქმნელ პირთა რაოდენობის ცვლილება შეიძლება დადასტურდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტით ან მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები