„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის #495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის და შპს „წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 144
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018529
  • Word
144
05/02/2015
ვებგვერდი, 16/02/2015
000000000.00.003.018529
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის #495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის და შპს „წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 144

2015 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის 495 განკარგულებაში ცვლილების შეტანის და შპს „წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და  „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის 495 განკარგულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული ქონების ბაზაზე დიალიზის მიმართულების მქონე სამედიცინო დაწესებულების მოწყობა და ფუნქციონირების დაწ ება არა უგვიანეს 2014 წლის 1 აგვისტოსა;

გ) დიალიზის მიმართულებით სამედიცინო საქმიანობის განხორციელება, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 10 (ათი) წლის განმავლობაში;

დ) გარდამავალ პერიოდში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე ახალი დაწესებულების მოწყობამდე, კლინიკის მიერ სახელმწიფო პროგრამის დიალიზი და თირკმელის ტრანსპლანტაცია ბენეფიციარებისათვის განსაზღვრული მომსახურების უწყეტად მიწოდების უზრუნველყოფა დიალიზის მიმართულებით.“;

ბ)   მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადა დიალიზის ფუნქციით სამედიცინო საქმიანობის განხორციელების თაობაზე შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ არა უმეტეს 15 წლით, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, არანაკლებ ერთი წლით ადრე, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მოთხოვნის საფუძველზე.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს „წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკა“ გათავისუფლდეს მასზე ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე  სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის კლინიკას“ შ ორის 2014 წლის 8 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 4.1.1 და 4.1.3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ამავე ხელშეკრულების 6.3 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                          ი . ღარიბაშვილი