დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ALTER ENERGY“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018513 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №99
2015 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ALTER ENERGY“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, შუახევის მუნიციპალიტეტში, მდ. მოდულისწყალი, მდებარე 254 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №24.05.34.112) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 508 (ხუთას რვა) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „ALTER ENERGY“-ს (ს/კ 445406515).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღეში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, სს ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს ,,ALTER ENERGY“-ს შორის 2012 წლის 27 აგვისტოს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები