სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის და რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის და რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018564
  • Word
98
02/02/2015
ვებგვერდი, 16/02/2015
000000000.00.003.018564
სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის და რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 98

2015 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის და რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სს „საპარტნიორო ფონდმა“ საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს  კლინიკებ ის/უძრავი ქონების (შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავამდყოფო“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებული უძრავი ქონება  (ს.კ - 01.10.15.007.081 ); სს „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“) განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა.  

2. 2015 წლის განმავლობაში, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული კვლევის შედეგების საფუძველზე, სს „საპარტნიორო ფონდმა“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები  ამავე განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული კლინიკების და უძრავი ქონების განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. 

პრემიერ-მინისტრი                                                       ი. ღარიბაშვილი