დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-46 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.032.016177 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/02/2015 - 09/11/2016)
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 დეკემბრის №485 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 3. დეპარტამენტი მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა (შემდგომში – მინისტრი) და მინისტრის მოადგილეების წინაშე. დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე, რომელიც ახორციელებს დეპარტამენტის მიმართ სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 2.
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები |
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებთან პერიოდულად სამუშაო შეხვედრების მოწყობა, ანგარიშების მოსმენა, შეჯერება. გ) რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით, აგრარული პოლიტიკის შემუშავება; დ) რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა; ე) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების (ექსტენციის) სისტემის განვითარების ხელშეწყობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკის სფეროში, მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნაში მონაწილეობა, აღნიშნული საქმიანობის კოორდინაცია და რეკომენდაციების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; თ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ი) რეგიონებში დარგობრივი განვითარების გეგმის შესრულების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება; კ) შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, სოფლის მეურნეობის ცალკეულ დარგებსა და სფეროებში შექმნილ საგანგებო სიტუაციათა ანალიზი და შეფასება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება. |
მუხლი 3.
დეპარტამენტის სტრუქტურა |
1. დეპარტამენტი შედგება უფროსის, მოადგილის და მთავარი სპეციალისტებისაგან.
2. დეპარტამენტის უფროსს, მოადგილეს და მთავარ სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
მუხლი 4.
დეპარტამენტის უფროსი |
დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტიან შესრულებაზე; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) განიხილავს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას, დოკუმენტაციას და ანაწილებს თანამშრომლებზე; ვ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ზ) ეცნობა დეპარტამენტის თანამშრომლების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს/დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან დეპარტამენტის თანამშრომელთა, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ი) წარადგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობასთან დეპარტამენტის თანამშრომლების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების დანიშვნის, განთავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; კ) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას; ლ) მინისტრს და მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შესახებ; მ) პასუხს აგებს დეპარტამენტზე რიცხული სახელმწიფო ქონების გამოყენებაზე და დაცვაზე, ნ) მინისტრს და მინისტრის მოადგილეებს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ო) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
|
მუხლი 5.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე |
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან; ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორცხიელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას; გ) პასუხისმგებელია მინისტრის და მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე; დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში; ე) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ვ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები