დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის N2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.032.016215 |
|
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის №2-46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ
:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2015 წლის 20 თებერვლის №2-46 ბრძანებაში (ვებგვერდი, 23/02/2015, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.032.016177) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; ბ) სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან პერიოდულად სამუშაო შეხვედრების მოწყობა, ანგარიშების მოსმენა, შეჯამება; გ) სამინისტროს მიერ რეგიონებში განხორციელებული მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შესახებ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ინფორმირება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ე) რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებით, აგრარული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ვ) რეგიონებში აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და მათი განვითარების შესახებ შესაბამის სპეციალისტებთან ერთად წინადადებების მომზადება; ზ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების (ექსტენციის) სისტემის განვითარების ხელშეწყობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; კ) რეგიონებში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზიანის შემფასებელ სამუშაო ჯგუფებში სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობის კოორდინაცია; ლ) რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის გატარებაში სამინისტროს ხელშეწყობა; მ) რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტრენინგების, სწავლებებისა და საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები