დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| 2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470060000.35.170.016090 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/02/2015 - 07/04/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №73 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს 2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა (შემდგომში-პროგრამა), რომელსაც არ ითვალისწინებს საყოველთაო სადაზღვევო მომსახურება. პროგრამის მიზანია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა. |
| მუხლი 2 |
პროგრამა ვრცელდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებზე, რომელთაც გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ მათთვის საჭირო სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა არ შედის სადაზღვევო პაკეტში. |
| მუხლი 3 |
სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსება განისაზღვროს შემდეგნაირად:
1.ტომოგრაფია, კორონაროგრაფია - ლიმიტი - 500.00 ლარამდე. დაფინანსდება წელიწადში ერთხელ: ა) 0-18 წლამდე - ლიმიტის 100%; ბ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-მდე) - ლიმიტის 100%; გ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-დან - 70000-მდე) - ლიმიტის 70%; დ) მოქალაქეები სარეიტინგო ქულით 70000-ზე ზევით და ქულის არმქონე მოქალაქეები ლიმიტის 50%; ე) შშმ პირები - ლიმიტის 100%; ვ) ონკოლოგიური ავადმყოფები - ლიმიტის 100%. 1.1. ქრონიკული დაავადების მქონე პირები: ქრ. C ჰეპატიტი, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა: ა) 0-18 წლამდე - ლიმიტის 100%; ბ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-მდე) - ლიმიტის 100%; გ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-დან - 70000-მდე) - ლიმიტის 70%; დ) მოქალაქეები სარეიტინგო ქულით 70000-ზე ზევით და ქულის არმქონე მოქალაქეები ლიმიტის 50%; ე) შშმ პირები - ლიმიტის 100%; ე) ონკოლოგიური ავადმყოფები - ლიმიტის 100%. 2. სტაციონარული სამედიცინო მომსახურება: ოპერაციების თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ; ოპერერაციების თანადაფინანსება 1000.00 ლარამდე -100%-ით ოპერაციის თანადაფინანსება, 1000.00 ლარიდან 3000.00 ლარამდე -50%-ით; ა) სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური ამსახველი სარეიტინგო ქულა 70000- ზე ზევით და ქულის არმქონე მოქალაქეები; ბ) მრავალშვილიანი ოჯახები; გ) მარჩენალდაკარგულები; დ) 18 წლამდე ბავშვები (შშმ პირები); ე) ონკოლოგიური ავადმყოფები. 3.აუტიზმით და ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება 18 წლამდე ბავშვებისთვის წელიწადში ერთხელ ლიმიტი- 1000.00 ლარი. 4. ძვირადღირებული მედიკამენტები (რომელთა ღირებულება აღემატება 50.00 ლარს) – 500.00 ლარამდე, დაფინანსება წელიწადში ერთხელ: ა) 0-18 წლამდე - ლიმიტის 100%; ბ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-მდე) - ლიმიტის 100%; გ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-დან - 70000-მდე) - ლიმიტის 70%; დ) მოქალაქეები სარეიტინგო ქულით 70000-ზე ზევით და ქულის არმქონე მოქალაქეები ლიმიტის 50%; ე) შშმ პირები - ლიმიტის 100%; ვ) ონკოლოგიური ავადმყოფები - ლიმიტის 100%. 4.1.ქრონიკული დაავადების მქონე პირები: ქრ. C ჰეპატიტი, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქიალური ასთმა: ა) 0-18 წლამდე - ლიმიტის 100%; ბ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-მდე) - ლიმიტის 100%; გ) უმწეო კატეგორიის მოქალაქეები ( სარეიტინგო ქულა 57000-დან - 70000-მდე) - ლიმიტის 70%; დ) მოქალაქეები სარეიტინგო ქულით 70000-ზე ზევით და ქულის არმქონე მოქალაქეები ლიმიტის 50%; ე) შშმ პირები - ლიმიტის 100%. |
| მუხლი 4 |
ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:
ა) განცხადებას; ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის და დევნილის მოწმობის ასლებს; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტს - ფორმა №100. დ) ანგარიშ-ფაქტურას; ე) საჭიროების შემთხვევაში, უმწეობის დამადასტურებელ მოწმობას; ვ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში, წერილი სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით. |
| მუხლი 5 |
დადგენილების საფუძველზე ეთხოვოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს შექმნას კომისია, რომელიც კვირაში ერთხელ და გადაუდებელი შემთხვევის დროს რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს. |
| მუხლი 6 |
სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრა დაფინანსების ოდენობა. |
| მუხლი 7 |
კომისიის დასკვნა (რეკომენდაცია) წარედგინება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, რომლის გადაწყვეტილების საფუძელზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. |
| მუხლი 8 |
საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღის ოდენობით. |
| მუხლი 9 |
ბენეფიციარი და სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურეობა და დაწესებულების საბანკო ანგარიში თანხის გადარიცხვის მიზნით. |
| მუხლი 10 |
წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება. |
| მუხლი 11 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიას. |
| მუხლი 12 |
კომისიამ თავისი საქმიანობა წარმართოს დადგენილების შესაბამისად. |
| მუხლი 13 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები