დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470060000.35.170.016113 |
|
,,2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,2015 წლისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სამედიცინო მომსახურებისა და ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 470060000.35.170.016090) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დადგენილების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. „C“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს დაფინანსდეს დიაგნოსტიკის დადგენილი ღირებულების 30%-ით, ყველა სხვა მოსარგებლისთვის 70 %-ით. მაქსიმალური ლიმიტი 500.00 ლარამდე; დაფინანსება განხორციელდეს წელიწადში ერთხელ.“. 2. მე-4 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტს - ფორმა №100. „C“ ჰეპატიტის დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით სამედიცინო დოკუმენტი გაცემული უნდა იქნეს ინფექციური სამედიცინო დაწესებულების მიერ.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები