დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 57 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/06/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.027.016562 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/02/2015 - 04/06/2015)
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საერთაშორისო სამართლის, ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი); ბ) შესაბამისი სამუშაო გამოცდილება (სასურველია); გ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა; დ) ფრანგული ან გერმანული ენის ცოდნა (სასურველია); ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) „საქართველოს კონსტიტუცია“; ბ) „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია; გ) „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება; ზ) „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილება; თ) ევროკავშირის ინსტიტუციონალური სტრუქტურა; ი) ევროკავშირის ძირითადი ხელშეკრულებები: ი.ა) მაასტრიხტის ხელშეკრულება (1992); ი.ბ) ნიცის ხელშეკრულება (2001); ი.გ) ლისაბონის ხელშეკრულება (2007); კ) ევროკავშირის საკანონმდებლო პროცესი (Legislative process); ლ) ევროკავშირის სამართლის პირდაპირი მოქმედების დოქტრინა (The Doctrine of Direct Effect of EU Law); მ) ევროკავშირის სამართლისა და შიდა სამართლის ურთიერთმიმართება; ნ) ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის: ნ.ა) ძირითადი ასპექტები; ნ.ბ) დღის წესრიგი; ო) სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები