ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/07/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016359
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
39
18/07/2018
ვებგვერდი, 23/07/2018
010250050.35.113.016359
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/07/2018 - 03/04/2019)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2018 წლის 18 ივლისი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-6 პუნქტების, მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის და 121-ე მუხლის შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი დაგვა-დასუფთავების, ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისათვის.
მუხლი 2
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელის ოდენობა  დანართის შესაბამისად.
მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 თებერვლის №9 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10/02/2015, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.113.016205);
ბ) „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთების შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №35 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12/11/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.113.016216).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ღურჯუმელიძე



დანართი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის  ინსტრუქცია და  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა

 


წინამდებარე „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის  ინსტრუქცია (შემდგომში ინსტრუქცია) და  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ მოსაკრებლის გადახდის წესს და ოდენობას.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.

4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული მოსაკრებლის ამოსაღებად, იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსაკრებელი გადაიხდება ამ ინსტრუქციის მიხედვით.


მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი 
მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნის მუნიციპალურ ნარჩენებს.

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 
1. მოსაკრებელის განაკვეთი წესდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.

2. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის მოსაკრებლის ოდენობა ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვროს 14 (თოთხმეტი) ლარი და 30 თეთრი.

3. ერთ სულ მოსახლეზე მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 0.40 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

4. ერთ სულ მოსახლეზე „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 0-დან 150 001-მდე ქულის მქონე პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 0,20 ლარით თვეში. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

5. დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს თანდართული ცხრილის შესაბამისად.

6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წამოიქმნება მუნიციპალური ნარჩენი.

7. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა მუნიციპალური ნარჩენი.

8. მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

9. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.

 


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება მუნიციპალური ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.

3. მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. ასევე, არ დაერიცხება მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, სამრეცხაო შიდა მომსახურებისათვის, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით, ხოლო სტუდენტებზე კი სტატუსის (აქტიური) გათვალისწინებით.

4. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

5. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.


მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს (სამსახურს) მოსაკრებლის დავალიანების ამოღების მიზნით უფლება აქვს შესაბამის იურიდიულ პირთან გააფორმოს შეთანხმება.


მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) მოსაკრებლის გადამხდელი;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა.

3. მოსაკრებელის დარიცხვა ხდება კალენდარული თვის ბოლო დღის მდგომარეობით, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით.

4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში.

6. ფიზიკურ პირებს (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), რომელთაც გააჩნიათ დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, მიეცეთ უფლება აღნიშნული (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ ეტაპობრივად არაუმეტეს 12 თვის ვადაში.

 


მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.

ცხრილი       

დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი

დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები

ზომის ერთეული

ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3

მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე

1

2

3

4

5

1

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერიები, არქივები

საერთო ფართის 1 მ2

0,022

0,02

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,09

3

კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები

მაყურებლის ერთი სავარძელი

0,1

0,10

4

მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები (თავშესაფარი), უმწეოთათვის უფასო სასადილოები

მომსახურების ერთეული ადგილი

0,09

0,10

5

სკოლები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება)

ერთ მოსწავლეზე, აღსაზრდელზე

0,1

0,11

6

სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები

მომსახურების ერთეული (საწოლი ადგილი)

1,3

1.54

7

საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები

მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი)

0,9

1,0

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების,  სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები

საერთო ფართის 1მ2

0,16

0,2

9

სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, საჯინიბოები, კორტები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა)

ღია საერთო ფართის 1მ2

0,02

0,02

დახურული საერთო ფართის 1მ2

0,08

0,09

10

სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი)

სამუშაო ფართის 1მ2

0,5

0.59

11

სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები,  საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარული ცენტრები

სამუშაო ფართის 1მ2

0,25

0,29

12

აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

საერთო ფართის 1 მ2

0,3

0,35

13

შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები), საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები

საერთო ფართის 1 მ2

0,21

0,25

14

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით)

ღია საერთო ფართის 1 მ2

0,02

0,02

დახურული საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,09

15

ავტოგასამართი სადგურები

საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,09

16

სატრანსპორტო საშუალებების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები, სანერგე მეურნეობები და სათბურები, ფერმები, სასაკლაოები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0,04

0,04

დახურული საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,09

17

სატრანსპორტო საშუალებების  სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები, შავი და ფერდი ლითონების მიმღები პუნქტები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0,02

0,02

დახურული საერთო ფართის

1 მ2

0,14

0,16

18

აბანოები, საუნები და საცურაო აუზები

საერთო ფართის 1 მ2

0,18

0,21

19

სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები

საერთო ფართის 1 მ2

0,35

0,41

20

მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები

საერთო ფართის 1 მ2

0,25

0,29

21

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარები

ერთ დასაჯდომ ადგილზე

1,5

1.78

22

საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის

ერთ დასაჯდომ ადგილზე

0,6

0.71

23

საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე)

სამუშაო ფართის 1 მ2

0,26

0,30

24

ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო ფართის 1 მ2

0,36

0,42

25

ავტოსადგურები,  რკინიგზის სადგურები

ღია საერთო ფართის 1 მ2

0,008

0,19

დახურული საერთო ფართის 1 მ2

0,08

0,09

26

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები, მდინარეებზე, ტბებზე და ზღვაზე არსებული კერძო ან სარგებლობის უფლებით გაცემული სანაპირო ზოლები

საერთო ფართის 1 მ2

0,008

0,19

27

სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები

ერთი ადგილი

0,4

0,47

28

საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის 1 მ2

0,008

0,019

29

სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)

საერთო ფართის 1 მ2

0,04

0,47

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის

 

M = G X R.

 

M – ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის. (ლარი);

G – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი);

 ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).