აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016194
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
6
02/02/2015
ვებგვერდი, 06/02/2015
010260020.35.110.016194
აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (06/02/2015 - 26/02/2016)

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2015 წლის 2 თებერვალი

აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.
მუხლი 2
აბაშის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასური განისაზღვროს, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილ, საწყის საპრივატიზებო საფასურის 8 პროცენტის, ხოლო მოძრავ ქონებაზე 20 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის, მუნიციპალიტეტის ქონების, სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, გადაცემისას, ქირის საფასური განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი  საპრივატიზებო საფასურისა  და სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აპრილის №4 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე