დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.10.003.018404 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/02/2015 - 23/07/2015)
|
| მუხლი 1 |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 898 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები განისაზღვროს შემდეგნაირად:
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, განახორციელოს ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც აკრედიტებული უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის შესაბამისად. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება არ საჭიროებს ავტორიზაციის თვითშეფასების წლიურ ანგარიშში და აკრედიტაციის თვითშეფასების წლიურ ანგარიშში ასახვას. 3. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდების, მისანიჭებელი კვალიფიკაციის, ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის, კრედიტების რაოდენობისა და ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის შესახებ. ამ ინფორმაციასთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ. 4. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, დაამატოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები