„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 366
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.018750
366
23/07/2015
ვებგვერდი, 27/07/2015
430020000.10.003.018750
„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №366

2015 წლის 23 ივლისი

   ქ. თბილისი

„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2015, 430020000.10.003.018404) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11-14“ პუნქტები:

„11. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, ამ მუხლის 12 პუნქტის შესაბამისად.

12. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო დასაბუთებული განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით.

13. ამ მუხლის 12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  ავტორიზაციის ვადა განისაზღვრება 5 წლით.

14. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი გათავისუფლდეს ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი