დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430020000.10.003.018403 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/02/2015 - 02/12/2015)
|
| მუხლი 1 |
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 898 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განისაზღვროს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები შემდეგნაირად:
1. აბიტურიენტი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ირიცხება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 2. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, აბიტურიენტს შეუძლია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. 3. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლებამინიჭებული პირი, შეარჩიოს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით. 4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის აბიტურიენტი ვალდებულია, მოიპოვოს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ფლობის TOEFL-ის ან IELTS-ის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, იმ შემთხვევაში თუ, აღნიშნული დოკუმენტი სავალდებულოა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისათვის. TOEFL-ის ან IELTS-ის გამოცდის ჩაბარების ვადები, მინიმალური ქულა და სხვა პირობები განისაზღვრება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად. 5. ამ დადგენილებით განსაზღვრული მიზნებისათვის სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, უფლება აქვს დაადგინოს ,,ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცენიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-13 მუხლით დადგენილისგან განსხვავებული ვადები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები