„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.019248
183
18/04/2016
ვებგვერდი, 20/04/2016
430020000.10.003.019248
„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №183

2016 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესის და პირობების განსაზღვრის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 იანვრის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2015, 430020000.10.003.018403) შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პირი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ირიცხება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

2. პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:

„11. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე შესაძლებელია ჩარიცხულ იქნენ:

ა) პირები, რომლებსაც საქართველოში სწავლების შედეგად მიღებული აქვთ  საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომები (International Baccalaureate (IB) Diploma Programme);

ბ) პირები, რომლებსაც საქართველოში სწავლების შედეგად მიღებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაღიარებული საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი იმ დაწესებულებებში, რომლებთანაც სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ პირთა შერჩევას და ჩარიცხვას, აგრეთვე საერთაშორისო ბაკალავრიატის დიპლომის (International Baccalaureate (IB) Diploma Programme) ნამდვილობისა და საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმებას ახორციელებს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შერჩეული და ჩარიცხული პირის მონაცემებს და დოკუმენტაციას წარუდგენს  შესაბამის საქართველოს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია,  მოახდინოს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პირების ჩარიცხვა. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოფიციალურ ვებგვერდზე და აისახება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი