ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 02/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.118.016153
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
29/01/2015
ვებგვერდი, 03/02/2015
200140030.35.118.016153
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (03/02/2015 - 25/02/2016)

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2015 წლის 29 იანვარი

ქ. ონი

 

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

    საქართველოს ორგანილი კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ” ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის   შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტისსაკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 განისაზღვროს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის  განსაზღვრის შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 6 თებერვლის   №5 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე



დანართი

 

ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრა

მუხლი 1
ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN = IMG X ITL X C X K;

ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG – არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 0.28-ის ოდენობით;

გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც  ქ. ონისთვის განსაზღვრულია 1.0-ის ოდენობით;

დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0.24 ლარს.

ე) K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლიც ქ. ონისთვის განსაზღვრულია 74.4-ის ოდენობით.

მუხლი 2
პირველი მუხლის  მიხედვით ქ. ონის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN

0,28

1

0,24

74,4

5,0

 

მუხლი 3
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში  სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული  ფასის  50%-ით და შესაბამისად შეადგენს 2,5 ლარს.
მუხლი 4
 ონის მუნიციპალიტეტის  დასახლებათა შორის არეალებში  სახელმწიფო და ონის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 25%-ით და შესაბამისად შეადგენს 1,25 ლარს.
მუხლი 5
ონის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ.ონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული  ფასის 50%-ის ოდენობით და შეადგენს 2,5 ლარს.