დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.109.016143 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/01/2015 - 08/12/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის საფუძველზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 21 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 21,01,2014, ს/კ 010250020.35.109.016092). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი |
აღნიშნული წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობისათვის დახმარებისა და შემწეობების გაცემის კრიტერიუმებს და დახმარების მისაღებად წარმოსადგენს აუცილებელ დოკუმენტთა ნუსხას. |
მუხლი 1.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება |
ა) 500 ლარამდე – 100%-ით; ბ) 2000 ლარამდე – 60%-ით; გ) 2000 ლარზე ზევით – 1300 ლარით.
ა) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100); ბ) ანგარიშფქტურა; გ) ინფორმაცია პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შესახებ; დ) წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ; ე) პირადობის მოწმობის ასლი; ვ) განცხადება.
|
მუხლი 2.
ახალშობილთა დახმარება |
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განცხადება.
|
მუხლი 3.
სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება |
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ; გ) განცხადება. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ; გ) განცხადება. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
მუხლი 4.
ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონერების ერთჯერადი დახმარება |
|
მუხლი 5.
დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალეზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება |
1. დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფიანასება განისაზღვროს წელიწადში ერთხელ 1000 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
მუხლი 6.
100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება |
ა) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განცხადება
|
მუხლი 7.
ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება |
ა) პიროვნებას, რომელსაც სტიქიური კატასტროფის შედეგად არ აქვს საცხოვრებელი სახლი ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო; ბ) პიროვნებას, რომლის საცხოვრებელი სახლი სტიქიური კატასტროფის შედეგად საშიშია საცხოვრებლად. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა) წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ; ბ) საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ამსახველი CD დისკი; გ) ხანძრის შემთხვევაში, ცნობა სახანძრო სამსახურიდან; დ) განცხადება; ე) პირადობის მოწმობის ასლი. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
მუხლი 8.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება |
ა) სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან ცნობა პენსიონრობის შესახებ; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.
|
მუხლი 9.
ომის ვეტერანთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება |
ა) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა დახმარება განისაზღვრება 250 ლარით; ბ) უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების დაკრძალვის თანხა განისაზღვრება 150 ლარით; გ) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის თანხა განისაზღვრება 150 ლარით.
ა) გარდაცვლილი ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) მემკვიდრის მოწმობის ასლი; ე) განცხადება.
ა) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ცნობა წარმომადგენლიდან: ბ.ა) გარდაცვლილის სოციალური მდგომარეობის შესახებ; ბ.ბ) გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის შესახებ, ვისაც ჩაერიცხება აღნიშნული სარიტუალო დახმარება; გ) განცხადება.
|
მუხლი 10.
ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება |
ა) ობლების შემთხვევაში - 200 ლარით; ბ) დედ-მამით ობლების შემთხვევაში - 500 ლარით.
ა) სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილებიდან ცნობა პენსიონრობის შეასახებ; ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.
|
მუხლი 11.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება |
ა) ყველა შვილის (ხუთი და ხუთზე მეტი, ერთი 18 წლამდე) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ქორწინების მოწმობის ასლი; გ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განცხადება.
|
მუხლი 12.
სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება |
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:
ა) დედ-მამით ობოლი; ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან; გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული0-დან 57000- ჩათ. სარეიტინგო ქულა 2. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ; გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. 3.ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე. 4. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 57000- ჩათ. სოციალური სარეიტინგო ქულა. 5. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე; ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ; გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორია. 6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. |
მუხლი 13.
გადაუდებელი შემთხვევა |
2.ფულადი დახმარებების გაცემას უზრუნველყოფს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახური სოციალური კომისიის სხდომის ოქმის და გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები