მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016178
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
38
08/12/2015
ვებგვერდი, 10/12/2015
010250020.35.109.016178
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/12/2015 - 22/01/2016)

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №38

2015 წლის 8 დეკემბერი

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-4 პუნქტების, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,   მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი. 
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის  2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის №3 დადგენილება. 
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია



დანართი

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური

დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ


  აღნიშნული წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრებ მოსახლეობისათვის დახმარებისა და  შემწეობების გაცემის კრიტერიუმებს და დახმარების მისაღებად წარმოსადგენ აუცილებელ დოკუმენტთა ნუსხას.

მუხლი 1. სოციალური დახმარების სახეები
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის სოციალური დახმარებები:

ა) სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;

ბ) ახალშობილთა დახმარება;

გ) სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება;

დ) ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონერების ერთჯერადი დახმარება;

ე) დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება;

ვ) 100 და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;

ზ) ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;

თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა  დახმარება;

ი) ომის მონაწილეთა, დევნილთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება;

კ) ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება;

ლ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;

მ) სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება;

ნ) უსახლ-კაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა.


მუხლი 2. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება 
1.   სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (დახმარება გაიცემა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე) განისაზღვრება: სამედიცინო სადაზღვევო პროგრამით დაუფინანსებელი თანხის თანადაფინანსება:

ა) 400 ლარამდე - 100% - ით (სარეიტინგო ქულა 100 000 და 100 000-ზე ნაკლები);

ბ) 400-დან 2000 ლარამდე - 60% - ით;

გ) 2000-დან 2000 ლარზე ზევით -  1300 ლარით.

2.   დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100);

ბ) ანგარიშ-ფაქტურა;

გ) ინფორმაცია პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შესახებ;

დ)  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) განცხადება გამგებლის სახელზე.

3.   ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე(დახმარების საკითხი არ განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც ბენეფიციარზე გაწეული  სამედიცინო მომსახურების თანხა დავალიანებად არ ირიცხება კლინიკაში).


მუხლი 3. ახალშობილთა დახმარება
1. ახალშობილთა(0-დან 1-წლამდე) დახმარება  შადგენს  200 ლარს.

2.დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) განცხადება გამგებლის სახელზე.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 4. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება 
1.   სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება  შეადგენს  100 - 200 ლარს.

ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ა.ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;

ა.გ) განცხადება გამგებლის სახელზე.

2. პირველი ჯგუფის უსინათლოების ერთჯერადი დახმარება( თითოეულს 150 ლარის ოდენობით).

ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ა.ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;

ა.გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.დ) განცხადება გამგებლის სახელზე.

3 .ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 5. ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონერების ერთჯერადი დახმარება
1.   ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონერების ერთჯერადი დახმარება  შეადგენს  150 ლარს.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა  ოჯახის

სოციალური მდგომარეობის შესახებ;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობა პენსიონრობის შესახებ);

დ) განცხადება გამგებლის სახელზე.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 6. დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება
1. დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების    დაფინანსება განისაზღვროს წელიწადში ერთხელ 1200 ლარის ოდენობით.                     

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა)   განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100);

გ)   ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის

სოციალური მდგომარეობის შესახებ;

დ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 7. 100 და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 
1. 100 და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადიდახმარება განისაზღვრება 500 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) განცხადება გამგებლის სახელზე;

დ)ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა  ოჯახის

სოციალური მდგომარეობის შესახებ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 8. ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
 ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისდახმარება ითვალისწინებს:

1.  ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დახმარებას.

ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა.ა)  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;

ა.ბ) საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ამსახველიფოტომასალა CD დისკზე;

ა.გ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;

ა.დ) განცხადება გამგებლის სახელზე;

ა.ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ა.ვ) ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი.

2. პიროვნებას, რომლის საცხოვრებელი სახლი მეწყერის შედეგად  დაზიანებულია და დროებით საშიშია საცხოვრებლად.

ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული  ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;

ა.ბ) საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ამსახველიფოტომასალა CD დისკზე;

ა.გ) გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა მშენებლობის  გაგრძელების შესახებ;

ა.დ) განცხადება გამგებლის სახელზე;

ე) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;

ვ) ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი.

3. პიროვნებას რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია ქარის შედეგად და დროებით საშიშია საცხოვრებლად.

ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული  ცნობა ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ;

ა.ბ) საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ამსახველიფოტომასალა CD დისკზე;

ა.გ) განცხადება გამგებლის სახელზე;

ა.დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ა.ე) ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი.

ბ) ანაზღაურება მოხდება საშენი მასალის შესყიდვით(დასახმარებელი თანხა ზარალის მიხედვით განისაზღვროს 400-დან 4000ლარამდე).


მუხლი 9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა  დახმარება 
1.  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთადახმარება განისაზღვრება  200 ლარით.

 დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა პენსიონრობის შესახებ;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი

გ) განცხადება გამგებლის სახელზე.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 10. ომის მონაწილეთა, დევნილთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება
1. ომისმონაწილეთა, დევნილთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება:

 ა) გარდაცვლილ ომის მონაწილეთა დახმარება  განისაზღვრება 250 ლარით;

ბ) უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების დაკრძალვის თანხა განისაზღვრება 150 ლარით;

გ) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის თანხა განისაზღვრება 150 ლარით.

2.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში:

ა.ა) გარდაცვლილი ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.დ) მემკვიდრისმოწმობის ასლი;

ა.ე) განცხადება გამგებლის სახელზე.

ბ) უკიდურესად  შეჭირვებული მარტოხელა მოქალაქისა და დევნილის  გარდაცვალების შემთხვევაში  სარიტუალო დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ბ.ა) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ.ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემულიცნობა გარდაცვლილის სოციალური მდგომარეობის შესახებ;

ბ.გ) გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი ვისაც ჩაერიცხება აღნიშნული სარიტუალო დახმარება;

ბ.დ) განცხადება გამგებლის სახელზე.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 11. ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება
1. 18 წლამდე ობოლი ბავშვების ერთჯერადიდახმარება განისაზღვროს:

ა) ობლების შემთხვევაში - 200 ლარით;

ბ) დედ-მამით ობლების შემთხვევაში -  500 ლარით.

2.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობა პენსიონრობის შესახებ;

გ) მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

3.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 12. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1.   მრავალშვილიანი ოჯახებისდახმარება განისაზღვროს 200 ლარით.

2.   დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) ყველა შვილის (ხუთი და ხუთზე მეტი, ერთ-ერთი 18 წლამდე) დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ქორწინებისმოწმობის ასლი;

გ) ერთ-ერთი მშობლისპირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) განცხადება გამგებლის სახელზე.

3.  ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 13. სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:

ა) დედ-მამით ობოლი;

ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, ერთ-ერთი მაინც 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65000- ჩათვლით სარეიტინგო ქულა.

 2.    სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

ვ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის  საბანკო ანგარიშზე.

3. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500(ხუთასი)ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების  მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 65000- ჩათვლით სიციალური სარეიტინგო ქულა.

4. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

 ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;

 გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

 დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორია;

 ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.


მუხლი 14. უსახლ-კაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა
1.   უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, თითოეულს წელიწადში 1200 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. ეს დახმარება ერთჯერადად გაეწევათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დარჩნენ უსახლკაროდ.

3. მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება გამგებლის სახელზე;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(მათ და მათი ოჯახის წევრების სახელზე არ რეგისტრირდება ქონება);

დ) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე(ხელშეკრულება მუნიციპალიტეტსა და ბინის გამქირავებელს შორის).

 


მუხლი 15. გადაუდებელი შემთხვევა
1.   გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ბენეფიციარისათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და როდესაც დაუფინანსებლობამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის  გამგებლის საგარანტიო წერილის საფუძველზე.

2. ფულადი დახმარებების გაცემას უზრუნველყოფს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური,მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმის და გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.