ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 67
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/01/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016277
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
67
23/01/2015
ვებგვერდი, 28/01/2015
010250020.35.123.016277
ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/01/2015 - 31/08/2016)

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №67

2015 წლის 23 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების  შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესი დანართის შესაბამისად.

/დანართი დადგენილებას თან ერთვის/

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი



დანართი

 

 

ააიპ ,,სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების

წ ე ს ი

 


მუხლი 1. ეს წესი განსაზღვრავს ააიპ ,,სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების საკითხებს.

მუხლი 2. მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის ანაზღაურება ხორციელდება საათობრივი დატვირთვის შესაბამისად, შემდეგი ფორმულით C=A+BXJ, რომლის მიხედვითაც:

 

1. C არის მწვრთნელის სრული ხელფასი თვეში;
2. A – საბაზისო ხელფასი;
3. B – ერთი კვირეული საათის ღირებულება;
4. J – მწვრთნელის მიერ კვირაში ჩატარებული საათების რაოდენობა.

მუხლი 3. ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი განისაზღვროს 125 ლარის ოდენობით.

მუხლი 4. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ერთი კვირეული საათის ღირებულება განისაზღვროს 17 ლარის ოდენობით.

მუხლი 5. მწვრთნელ-მასწავლებლის მიერ ჩატარებული კვირეული საათების რაოდენობას განსაზღვრავს ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ადმინისტრაცია.

მუხლი 6. თუ მწვრთნელ-მასწავლებლის მიერ ჩატარებული კვირეული საათების რაოდენობა აღემატება 36 საათს, ხელფასის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნება რიცხვი 36. ხოლო, თუ მწვრთნელ-მასწავლებლის მიერ ჩატარებული კვირეული საათების რაოდენობა 6 საათზე ნაკლებია, ხელფასის გაანგარიშებისას საბაზისო ხელფასი არ გაანგარიშდება.

მუხლი 7. ააიპ-ის ადმინისტრაციისა და ტექნიკურ თანამშრომელთა ხელფასი, რომლებიც პარალელურად ეწევიან სამწვრთნელო-სააღმზრდელო საქმიანობას, გაანგარიშდება საბაზისო ხელფასის გარეშე.