დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 144 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/03/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.123.016354 |
|
„ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ააიპ –
სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის №67 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28.01.2015. 010250020.35.123.016277) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული „ააიპ – „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის“ მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა საბაზისო ხელფასი განისაზღვროს 125 ლარის ოდენობით, ხოლო ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის „ქალაქ ქუთაისის ყინულის მოედნის“ ფიგურული ციგაობისა და ჰოკეის მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასი – 300 ლარის ოდენობით.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ მწვრთნელ-მასწავლებელთა ხელფასის გაანგარიშების წესის“ მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სასწავლო–სააღმზრდელო პროცესის ერთი კვირეული საათის ღირებულება განისაზღვროს 17 ლარის ოდენობით, ხოლო, „ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის „ქალაქ ქუთაისის ყინულის მოედნის“ ფიგურული ციგაობისა და ჰოკეის მწვრთნელ-მასწავლებელთათვის – 35 ლარის ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები