სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბაშის რძის ქარხნისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბაშის რძის ქარხნისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/01/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018432
  • Word
8
15/01/2015
ვებგვერდი, 23/01/2015
000000000.00.003.018432
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბაშის რძის ქარხნისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №8

2015 წლის 15 იანვარი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აბაშის რძის ქარხნისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

      1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოში მდებარე 126 481 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №40.07.32.076) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „აბაშის რძის ქარხანას“ (ს/კ №422431023).

      2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების  საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

       ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

      ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე რძის გადამამუშავებელი და კვების (რძის) პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;

      გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 2 529 600 (ორი მილიონ ხუთას ოცდაცხრა ათას ექვსასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

      გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;

        გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში;  

       დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 7300 (შვიდი ათას სამასი) ტონა რძისა და კვების (რძის) პროდუქციის წარმოების/გადამუშავების, უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:

     დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;

      დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მეორე წლის განმავლობაში შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.

         3. შპს „აბაშის რძის ქარხნის“ მიერ წარდგენილი, განსახორცილებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).

         4.  საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                            ირაკლი ღარიბაშვილი