დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.134.016164 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
1
14/01/2015
ვებგვერდი, 16/01/2015
010260020.35.134.016164
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
პირველადი სახე (16/01/2015 - 29/12/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 სექტემბრის №23 დადგენილება. (სსმ, 28, 22/09/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.134.016001 |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ქედის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. |
4.
სამსახურის იურიდიული მისამართია:დაბა ქედა კოსტავას ქ. №3. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების - განყოფილებებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: |
ა)
ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება; |
ბ)
ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება; |
გ)
სახაზინო განყოფილება. |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი; |
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
6.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით. განყოფილების მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
7.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. |
მუხლი 3.
სამსახურის ფუნქციები |
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტებისა და ბიუჯეტის პროექტის მომზადებას; |
ბ)
მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას; |
გ)
გამგეობის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; |
დ)
აჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი, კაპიტალური და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; |
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება-დამუშავებას, განხილვას. საჭიროების შემთხვევაში ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე წინადადებების მომზადებას მათ დასაზუსტებლად; |
ვ)
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის, განმარტებით ბარათთან ერთად, დადგენილ ვადაში გამგებლისათვის წარდგენას, შემდგომში ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარსადგენად; |
ზ)
წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა და გაცემის თაობაზე; |
თ)
დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; |
ი)
საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; |
კ)
ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით; |
ლ)
წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; |
მ)
ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; |
ნ)
ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების აღრიცხვას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად; ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას; |
ო)
სახაზინო მომსახურებას; ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების აღრიცხვას, ანგარიშგებას და ანგარიშსწორებას; ბანკიდან მიღებულ ამონაწერების ყოველდღიურად დამუშავებას და ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას; |
პ)
საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას; |
ჟ)
მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სამსახურის უფლებამოსილებები |
სამსახურის უფლებამოსილებებია: |
ა)
ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებულებებიდან შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებას და დამუშავებას; |
ბ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, რისთვისაც: |
ბ.ა)
კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს დადგენილ ვადებში მხარჯავ დაწესებულებებზე დასაყვანად; |
ბ.ბ)
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებულებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებას და დამუშავებას; |
ბ.გ)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზირებას; |
ბ.დ)
დადგენილი წესის თანახმად ამზადებს ბიუჯეტის პროექტს; |
ბ.ე)
დადგენილი წესის თანახმად ამზადებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე პროექტს; |
გ)
ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღსრულებას, რისთვისაც: |
გ.ა)
კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ განწერას; |
გ.ბ)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების ყოველდღიურ აღრიცხვას, ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობის გაანალიზებას და წინადადებების მომზადებას ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების სრულყოფის უზრუნველსაყოფად; |
გ.გ)
ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების შესრულების შესაბამისად დაფინანსებას; |
გ.დ)
დადგენილი წესის თანახმად ამზადებს საკრებულოს საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; |
გ.ე)
დადგენილი წესის მიხედვით იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს, ახდენს მათ რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას; |
გ.ვ)
შეიმუშავებს და გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს შემდგომში ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, დადგენილი წესის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე; |
გ.ზ)
გამგებელს წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს. |
გ.თ)
გამგებლის ბრძანების შესაბამისად ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას; |
გ.ი)
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში დადგენილი წესით შეტანილი ცვლილების აღრიცხვის წარმოებას, უგზავნის შეტყობინებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ცვლილების მიხედვით განსახორციელებელ ანგარიშსწორებებზე; |
დ)
პერიოდული და წლიური საბუღალტრო ანგარიშების შედგენა; |
ე)
ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებზე მისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე; |
ვ)
კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადება; |
ზ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; |
თ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; |
ი)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო დაწესებულებების წლიური და პერიოდული ანგარიშების მიღება; |
კ)
მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების შესათანხმებლად წარდგენა, მათი საშტატო ნუსხის პროექტების მომზადება და დამტკიცების თაობაზე გამგებლის შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება; |
ლ)
წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობის შემოწმება; |
მ)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების და გამგებლის სხვა დავალებების აღსრულება. |
მუხლი 5.
ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფლებამოსილებები |
1.
ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება: |
ა)
შეიმუშავებს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებებს; |
ბ)
მონაწილეობას ღებულობს ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზადებაში, ახორციელებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მომზადებას; |
გ)
ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებასა და დამუშავებას; |
დ)
ახორციელებს გამგეობის სხვა სამსახურებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას; |
ე)
წარმოდგენილი ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე ამზადებს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს, ახდენს ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზებასა და შესრულებას; |
ვ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოების ორგანიზებასა და განხორციელებას; |
ზ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამზადებს ამ ასიგნებების კვარტალური განწერის პროექტს და კანონით გათვალისწინებულ ვადებში აწვდის თითოეულ საბიუჯეტო დაწესებულებას; |
თ)
ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური განაწილების და შესაბამისი მონაცემების გადაცემას ბუღალტრული არღიცხვის განყოფილებაზე; |
ი)
ამზადებს წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის ხარჯების ნაწილობრივი გადანაწილების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში დადგენილი წესით; |
კ)
ამზადებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ; |
ლ)
ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს; |
მ)
ადგენს და დადგენილ ვადებში ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად ამზადებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; |
ნ)
გამგეობის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ამზადებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების შეთანხმების თაობაზე; |
ო)
ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ ხარჯვით ნაწილს, შემოსულობებსა და გადასახდელების შესრულების ანგარიშის შედგენას, აღრიცხავს სპეციალური შემოსულობების ანგარიშზე თანხების მოძრაობას, ახორციელებს საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას და მათი სისწორის კონტროლს; |
პ)
ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებიდან საგადასახადო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას, უზრუნველყოფს წარმოდგენილი საგადასახადო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას, შედარებას და მათ საფუძველზე მათ ფორმირებას; |
ჟ)
ახორციელებს ყოველდღიურ საბანკო ამონაწერის დამუშავებას; |
რ)
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; |
ს)
სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. |
2.
განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ გამგებელთან და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. |
3.
განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე. |
4.
განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
მუხლი 6.
ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფლებამოსილებები |
1.
ბიუჯეტისა და პირველადი ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება: |
ა)
საბიუჯეტო რესურსის გათვალისწინებით უზრუნველყოფს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვალდებულებების დოკუმენტების მომზადებას; |
ბ)
ახორციელებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია; |
გ)
ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოების შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას და რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან; |
დ)
უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადასახადო მოთხოვნის ფორმირებას; |
ე)
ადგენს გამგეობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშებს (ბუღალტრული ბალანსები); |
ვ)
ახდენს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს; |
ზ)
ახდენს გამგეობის თანამშრომელთა ხელფასების, პრემიების და სხვა გადასახდელების თავისდროულ დარიცხვას და გაცემას; |
თ)
ახორციელებს კონტროლს გამგეობაში ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; |
ი)
დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარებას და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას; |
კ)
უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას; |
ლ)
უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციაში წარსადგენი დოკუმენტების შედგენასა და დადგენილ ვადაში წარდგენას; |
მ)
უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების საკითხებზე; |
ნ)
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; |
ო)
სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. |
2.
განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ გამგებელთან და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. |
3.
განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე. |
4.
განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
მუხლი 7.
სახაზინო განყოფილების ფუნქციები |
1.
სამსახურის სახაზინო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: |
ა)
სახაზინო მუშაობის სწორ ორგანიზებას; |
ბ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ვალდებულებების აღებისა და ხარჯების გაწევის რეგისტრაციას; |
გ)
მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშების მართვას, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან; |
დ)
მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვას; |
ე)
მუნიციპალიეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების შეუფერხებელ დაფინანსებას; |
ვ)
ბიუჯეტის გადასახადების გადახდის ოპერატიულ აღრიცხვას; |
ზ)
ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მიზნობრიობის, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის შეფასებას, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; |
თ)
ბიუჯეტის შესრულების შესახებ მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების შედგენას და წარდგენას; |
ი)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართებლივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
2.
განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ გამგებელთან და სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. |
3.
განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე. |
4.
განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
მუხლი 8.
სამსახურის უფროსი |
სამსახურის უფროსი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; |
ბ)
დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; |
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; |
დ)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; |
ე)
პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; |
ვ)
სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს; |
ზ)
კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპენტაციას მიკუთვნებულ საკითხებზე; |
თ)
შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით; |
ი)
ხელმოწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება გამგეობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად; |
კ)
უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში; |
ლ)
ითანხმებს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე ხელშეკრულების პროექტებს; |
მ)
სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; |
ნ)
ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გამგეობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; |
ო)
სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს გამგებელს, გამგებლის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; |
პ)
წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას; |
ჟ)
მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; |
რ)
ესწრება გამგებლის თათბირებს; |
ს)
შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; |
ტ)
ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას; |
უ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის და გამგებლის მოადგილის ცალკეულ დავალებებს; |
ფ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს; |
ქ)
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; |
ღ)
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამგებლის დავალებით; |
ყ)
ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
მუხლი 9.
განყოფილების უფროსი |
განყოფილების უფროსი: |
ა)
ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს; |
ბ)
ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; |
გ)
ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას; |
დ)
სამსახურის უფროსს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს; |
ე)
წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს; |
ვ)
ანგარიშვალდებულია გამგებლისა და სამსახურის უფროსის წინაშე; |
ზ)
განყოფილების უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოხელე. |
მუხლი 10.
სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები |
1.
სამსახურის მოხელეებს უფლება აქვთ: |
ა)
უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; |
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; |
გ)
ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; |
დ)
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; |
ე)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; |
ვ)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. |
2.
სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან: |
ა)
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; |
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; |
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; |
დ)
იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად; |
ე)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; |
ვ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. |
მუხლი 11.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
1.
სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
2.
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები