დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 09/01/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.161.016203 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/01/2015 - 30/03/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი, №1 დანართის შესაბამისად; 2. საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან მუშაობის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოს აღრიცხვის ნუსხა, №2 დანართის შესაბამისად; 3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიის წევრის და საკრებულოს ფრაქციის წევრის მიერ სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოს აღრიცხვის ნუსხა, №3 დანართის შესაბამისად; 4. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოს აღრიცხვის ნუსხა, №4 დანართის შესაბამისად. 5. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შესრულებისას განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა, №5 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
წინამდებარე დადგენილების ამოქმედების დღიდან, ძალადაკარგულად ჩაითვალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 ნოემბრის №38 დადგენილება, “გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ცალკეულ დავალებათა შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ”. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი 1. განისაზღვროს საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა თვეში არაუმეტეს 400 ლარისა. 2. ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს ამ წესის პირველ პუნქტში მითითებული თანხის ზღვრული მოცულობიდან, შემდეგი სახით: ა) საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან მუშაობის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად, გასაცემი თანხა დაანგარიშებული იქნას მე-2 დანართის შესაბამისად წარმოდგენილი ნუსხით; ბ) საკრებულოს მუდმივი კომისიისა და ფრაქციის თითოეულ წევრზე, დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშებული იქნას მე-3 დანართის შესაბამისად წარმოდგენილი ნუსხით; გ) საკრებულოს წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშებული იქნას მე-4 დანართის შესაბამისად წარმოდგენილი ნუსხით. 3. საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, საკრებულოს აპარატი, წარმოდგენილ ნუსხებს აერთიანებს დანართი №5–ით გათვალისწინებულ ნუსხაში, ითვალისწინებს არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენისა და საპატიო მიზეზით შეუსრულებელი დავალებების (სხდომების გაცდენის) ოდენობას, დაიანგარიშებს ასანაზღაურებელ თანხას და №5 დანართით გათვალისწინებულ ნუსხას დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. 4. საკრებულოს თავმჯდომარე, ცვლილებებით ან უცვლელად, ამტკიცებს გარდაბნის მუნიცპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შესრულებისას განხორციელებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხას (დანართი №5). დამტკიცებული ნუსხა ხარჯების ასანაზღაურებლად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურს. 5. საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, არასაპატიო მიზეზით უფლებამოსილების შეუსრულებლობისა და საკრებულოს რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში, საკრებულოს წევრს მიმდინარე თვის ხარჯი არ აუნაზღაურდება. დანართი №2 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან მუშაობის, საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული სამუშაოს აღრიცხვის ნუსხა 20 წლის ---------------- თვე
საკრებულოს აპარატის უფროსი (სახელი, გვარი, ხელმოწერა) შენიშვნა:
დანართი №3 საკრებულოს წევრის მუდმივი კომისიის/ფრაქციის სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოს აღრიცხვის ნუსხა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს -------------------- საკრებულოს კომისია/ფრაქცია --------------------------- წარმოგიდგენთ წევრების სხდომებზე დასწრებისა და საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების ნუსხას: 20 წლის ___________ თვე __
კომისიის/ფრაქციის თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა) შენიშვნა:
დანართი №4 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების სხდომებზე დასწრებისა და განსახილველი საკითხების შესასწავლად გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოს აღრიცხვის ნუსხა 20 წლის ---------------- თვე
საკრებულოს აპარატის უფროსი (სახელი, გვარი, ხელმოწერა) შენიშვნა:
დანართი №5 გარდაბნის მუნიცპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა „ვამტკიცებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა): ------ -------------- 20 წელი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ნუსხა:
საკრებულოს თავმჯდომარე (სახელი, გვარი, ხელმოწერა) შენიშვნა:
400 – არის დადგენილი, ლიმიტირებული თანხის მთლიანი მოცულობა, Y – არის ფაქტობრივად განხორციელებული ქმედებების (სამუშოს, შეხვედრის, დავალების შესრულების, სხდომებზე დასწრების, საკითხის განხილვაში მონაწილეობის) რაოდენობა, რომლებშიც მიიღო მონაწილეობა, X – არის განსახორციელებული ქმედების (შესასრულებელი სამუშაოს, შეხვედრის, დავალების შესრულების, სხდომებზე დასწრების, საკითხის განხილვაში მონაწილეობის) საერთო რაოდენობა, რომლებშიც უნდა მიეღო მონაწილეობა, Z – საბოლოოდ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები