„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/09/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/09/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 17/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016247
46
08/09/2015
ვებგვერდი, 11/09/2015
010250020.35.161.016247
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2015 წლის 8 სექტემბერი

ქ. გარდაბანი

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა  საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის №2 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 13.01.2015, 010250020.35.161.016203) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დანართი №1-ით დამტკიცებული წესის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისას გაწეული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული მოცულობა განისაზღვროს, საკრებულოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი  სარგოს არაუმეტეს 15%-ით.“

2. დანართი №5-ით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საკრებულოს წევრს, თვის განმავლობაში, უფლებამოსილების სრული მოცულობით შესრულების შემთხვევაში, ხარჯები აუნაზღაურდება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს არაუმეტეს 15%-ისა.“ .

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი