ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20-91
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.101.016084
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20-91
30/12/2014
ვებგვერდი, 05/01/2015
210070000.35.101.016084
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/01/2015 - 27/12/2016)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20-91

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ”, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შემოღებულ იქნეს  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით:

ა ) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 30 000 ლარი კვარტალში;

ბ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 60 000 ლარი კვარტალში;

დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე - 15 000 ლარი კვარტალში;

ე) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 3 000 ლარი კვარტალში;

ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე –   10 000 ლარი კვარტალში.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 22 იანვრის №1-3 გადაწყვეწტილება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი