„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 33-96
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.101.016349
33-96
27/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
210070000.35.101.016349
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33-96

2016 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-91 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 05.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.101.016084) დადგენილების:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოღებულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

„ ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 40 000 ლარი კვარტალში;

ბ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%;

გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – 300 000 ლარი კვარტალში;

დ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე 20 000 ლარი კვარტალში;

ე) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 4 000 ლარი კვარტალში;

ვ) თითოეულ  კლუბის მაგიდაზე –   14 000 ლარი კვარტალში.“.

2.   მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  და 22 პუნქტები:

„21. 2017 წლის პირველი კვარტალის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშანი გაიცემა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის 2016 წლის მე-4 კვარტალში მოქმედი განაკვეთის მიხედვით გადახდის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

2.2 2017 წლის პირველ კვარტალში დადგენილ მოსაკრებლის ოდენობასა და 2016 წლის მე-4 კვარტალში დადგენილ მოსაკრებლის ოდენობას შორის სხვაობის თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს 2017 წლის 31 მარტისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი