ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20-96
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/01/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/10/2018
სარეგისტრაციო კოდი 020080150.35.101.016098
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20-96
30/12/2014
ვებგვერდი, 05/01/2015
020080150.35.101.016098
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/01/2015 - 13/09/2016)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20-96

2014 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 68-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლისა და 93-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 221-ე მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 და 44-ე ნაწილების, 240-ე და 266-ე მუხლების, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის  შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 553, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591, 1735 მუხლებითა და საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების დარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება აქვთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს;
2. დამტკიცდეს:

ა) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის’’ ფორმა (დანართი 1).

ბ) „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი’’ (დანართი 2);

გ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” 25-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შემოწმების აქტის ფორმა (დანართი 3). ობიექტის შემოწმების და შემოწმების აქტის შედგენის უფლება აქვთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს;

დ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევისკოდექსი” 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მითითების ფორმა (დანართი 4). მითითების გაცემის უფლება აქვთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეებს, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

ე) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევისკოდექსი”  25-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად უწყების ფორმა საქმის განხილვის თაობაზე (დანართი 5);

ვ)  დათვალიერების ოქმის ფორმა (დანართი 6);

ზ) საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 25-ე მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს „შემოწმების აქტის’’ ფორმა (დანართი 7).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2012 წლის 6 ივლისი №16 ბრძანება.
4. ,,ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2012 წლის 6 ივლისი №16 ბრძანების საფუძველზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება განხორციელდეს ,,ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მერის 2012 წლის 6 ივლისის №16 ბრძანების მეორე პუნქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად 2015 წლის 1 სექტემბრამდე.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი