დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.103.016157 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2014 - 04/02/2015)
|
საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24–ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის ,,ბ.ვ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №13 დადგენილება (www.matsne.gov.ge 20/03/2013 სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016079). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი N–1
|
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო
სამსახურის დებულება |
მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესებას, ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს "საბიუჯეტო კოდექსის", მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საქმიანობა და სამსახურის საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი და საკუთარი ბლანკი. მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას; ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებას და დასაბუთებას; გ) მუნიციპალური სამსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას; დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერების გასაანგარიშებლად; ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას; ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას; ზ) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე; თ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას; ი) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით; კ) საფინანსო ზედამხედველობას დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებაზე; ლ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას და გაანალიზებას; შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; მ) ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ ანგარიშებისა და წინადადებების მომზადება. ნ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს; შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ო) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას; შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას; პ) საბუღალტრო აღრიცხვას; ჟ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების და ყველა სხვა ხარჯების, აგრეთვე სხვა აუცილებელი გადასახდელების გაცემას; რ) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ს) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისათვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და შემოსავლების განყოფილება; ბ) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილება; გ) სახაზინო მომსახურების და ანალიზის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" (ორგანული კანონის) მე-60 მუხლით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ამ დებულებითა. სამსახურის უფროსი, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულიების ხელმძღვანელ პირთა და მოხელეთა ფუნქციებსა და სამსახურეობრივი უფლებამოსილებებ ის ფარგლებს. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია განყოფილების უფროსის მოვალეობის შსრულება დააკისროს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე, იმ შემთხვევაში, როდესაც განყოფილების უფროსი არ იმყოფება ან ვერ ასრულებს მის სამსახურეობრივ მოვალეობას. მუხლი 4. სამსახურის უფროსის ფუნქციები 1. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას; გ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის სამუშაო გეგმის პროექტებს; დ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის და/ან მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს სამსახურის მიერ სამუშაო გეგმებითა და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ზ) უზუნველყოფს სამსახურის მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას. გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; თ) ახორციელებს ორგანული კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. მუხლი 5. სამსახურის საბიუჯეტო უფლებამოსილებები
1.ადგილობრივითვითმმართველიერთეულისბიუჯეტისანგარიშისმართვისადაოპერირებისკონტროლის, აგრეთვეამანგარიშიდანთანხისგადარიცხვისშესახებნებართვისგაცემისუფლება, გარდასაქართველოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიგამონაკლისიშემთხვევებისა, აქვსმხოლოდსაფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. მუხლი 6. საფინანსო ოპერაციების წინამძვრები შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების პროცესში. 1. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილი არ არის განახორციელოს მუნიციპალიტეტის ანგარიშიდან ფინანსური ოპერაცია, იმ შემთხვევაში თუ, მიმღები (სამუშაოს შემსრულებელი) ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენას: ა) ხელშეკრულება, ბ) შესრულებული სამუშაოს ( ან შუალედური) მიღება-ჩაბარების აქტი, გ) შესაბამისი საბანკო გარანტია. დ) სასაქონლო ზედნადები ან ანგარიშფაქტურები (თუ იგი დღგ-ს გადამხდელია). ე) ცნობა დღგ-ს გადამხდელობის დადასტურების შესახებ. 2. მიმღების მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებისას, შესაბამისი განყოფილება ამზადებს სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტს, რომელსაც ხელმოწერით უნდა დაეთანხმოს სამსახურის უფროსი და გამოსაცემად წარედგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 7. სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის წესი 1. მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია დააწესოს პრემირება, როგრც საკონკურსო წესით (შესასრულებელ სამუშაოზე), ასევე სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით. მოხელეთა სტიმულირების მიზნით, სამსახურის უფროსს შეუძლია შემოიღოს წახალისების სხვა ფორმებიც. 2. სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების დარღვევისას და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის საფუძველზე, სამსახურის უფროსი მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს სამართლებრივი აქტის პროექტს მოხელის დისციპლინური წესით დასჯის თაობაზე. მუხლი 8. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები