„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.103.016173
16
04/02/2015
ვებგვერდი, 09/02/2015
010260020.35.103.016173
„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2015 წლის 4 თებერვალი

დ. მესტია

 

„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

მუხლი 1
 „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს2014წლის 10 სექტემბრის №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15.09.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.103.016157) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების სპეციალისტებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და  ამ დებულებით. სამსახურის უფროსი, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულიების ხელმძღვანელ პირთა და მოხელეთა ფუნქციებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილებების ფარგლებს. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება დააკისროს  განყოფილების ერთ-ერთ სპეციალისტს, იმ შემთხვევაში, როდესაც განყოფილების უფროსი არ იმყოფება ან ვერ ასრულებს მის სამსახურებრივ მოვალეობას.“

2. დადგენილების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“, „ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,დ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და სპეციალისტებს შორის; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის და/ან სპეციალისტების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;

ზ) უზუნველყოფს სამსახურის სპეციალისტების მიერ გამგეობის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას. გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სპეციალისტების დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ.“

3.  დადგენილების მე–7 მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:
ა) ,,1. მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, სამსახურის უფროსი უფლებამოსილია დააწესოს პრემირება როგორც საკონკურსო წესით (შესასრულებელ სამუშაოზე), ასევე სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით. სპეციალისტების სტიმულირების მიზნით, სამსახურის უფროსს შეუძლია შემოიღოს წახალისების სხვა ფორმებიც.“
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე