ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 741
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2014
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2015
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.018361
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
741
29/12/2014
ვებგვერდი, 30/12/2014
190020010.10.003.018361
ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2014 - 30/12/2015)

ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №741

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ.თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 1143 მუხლის  შესაბამისად, დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველობის,  ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის თანდართული წესი.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის,  ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესი

მუხლი 1

ავტონომიური რესპუბლიკების  და თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოებმა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით  გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა  და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირებმა დახურონ კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშები, გარდა ამ დადგენილების მე-2 მუხლში მითითებული ანგარიშებისა და 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ამ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები 5 იანვრიდან ეტაპობრივად, არა უგვიანეს  2015 წლის 31 იანვრისა, მიმართონ  ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ   სახაზინო კოდზე.

მუხლი 2

ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველსაყოფად გამოყენებული და ვადიან დეპოზიტებზე 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით განთავსებული თანხების გადატანა ხაზინის ერთიან ანგარიშზე მოხდეს ვადის ამოწურვის შემდეგ.

მუხლი 3

ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ორგანიზაციების ბიუჯეტების შემოსულობების და გადასახდელების ოპერაციები 2015 წლის 1 იანვრიდან განხორციელდეს მხოლოდ ხაზინის ერთიან ანგარიშზე. დაუშვებელია აღნიშნული ოპერაციების განხორციელება კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე.

მუხლი 4

2015 წლის 1 იანვრიდან ავტონომიური რესპუბლიკების  და თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოების და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით  გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ კომერციულ ბანკებში დამატებითი შემოსულობის მიზნით ანგარიშების გახსნა და მათზე თანხების გადატანა განხორციელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.