დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბერის №741 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 658 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020010.10.003.019045 |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბერის №741 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №741 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, 190020010.10.003.018361) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დანართი
|
ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესი
|
მუხლი 1. ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოებმა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირებმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში - სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე გადასვლის თარიღისთვის, დახურონ კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშები (გარდა, ამ წესის მე-2 მუხლში მითითებული ანგარიშებისა) და ამ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები ერთი თვის ვადაში, ეტაპობრივად მიმართონ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ სახაზინო კოდზე.
მუხლი 2. ამ წესის პირველ მუხლში მითითებული ორგანიზაციების მიერ კომერციულ ბანკებში საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველსაყოფად გამოყენებული და ვადიან დეპოზიტებზე განთავსებული თანხების გადატანა ხაზინის ერთიან ანგარიშზე მოხდეს ვადის ამოწურვის შემდეგ. მუხლი 3. ამ წესის პირველ მუხლში მითითებული ორგანიზაციების ბიუჯეტების შემოსულობების და გადასახდელების ოპერაციები, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, განხორციელდეს მხოლოდ ხაზინის ერთიან ანგარიშზე. დაუშვებელია აღნიშნული ოპერაციების განხორციელება კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე. მუხლი 4. სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოების და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ, კომერციულ ბანკებში დამატებითი შემოსულობის მიზნით, ანგარიშების გახსნა და მათზე თანხების გადატანა განხორციელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები