დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 45 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016177 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2014 - 02/02/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი დანართი #1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი #1
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 15541,2 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 3916,9 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9164,5 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2459,8 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9783,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5617,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5757,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 140,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 141,0 ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება –141,0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 250,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 115,0 ათასი ლარის ოდენობით ;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 130,0 ათასი ლარის ოდენობით;
გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 5,0 ათასი ლარის ოდენობით;
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
| მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
| მუხლი 16 |
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69–ე მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%–ის ფარგლებში. |
| მუხლი 17 |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.
ა) საგანგებო სიტუაციების მართვა პროგრამით გათვალისწინებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის, მუნიციპალური და სახელმწიფოებრივი შენობა–ნაგებობების ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის უზრუნველყოფა.
ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის მარნეულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2015 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. არსებული წყალმომარაგების და საკანალიზაციო სისტემის, აგრეთვე გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია. თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში უზრუნველყოფილი იქნება სარწყავი არხების გაწმენდა–რეაბილიტაცია. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
|
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ ქ.მარნეულში გიორგაძის, ჩოლოყაშვილის, ჯავახიშვილის, ვაჩნაძის, სულხან–საბას, შ.ყურბანოვის, კოსტავას, საიათნოვას, გუდიასვილის, თაყაიშვილის, ხალილოვის, ბერიტაშვილის,ლეონიზის, სამედ ვურღუნის, ჟორდანიას, ომარ ხაიამის, ბაქოს, შარიფოვის, მაისურაძის, ახუნდოვის, საბირის, ალგეთის, ნიზამის, ნარიმანოვის, ჯაფარიძის, თამარ მეფის, ერეკლე II, ბორჩალოს, ბაბექის, 20 იანვრის ქუჩების და სოფლებში აღმამედლო, თამარისი, წერეთელი, საიმერლო, ნორგიული, ბეგლიარი, წერაქვი, სიონი და სხვა. სოფელ წერეთელსა და თაქალოში დაგეგმილია ხიდის რებილიტაცია.
|
ბ)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიულ ორგანოებში წყალმომარაგების, სარწყავი არხების, ქ. მარნეულის საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება ახალი ნაგავსაყრელის გამართული ფუნქციონირება, მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა. |
ბ.ა)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების სოფლებისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით შ.პ.ს „მარნეულის სოფწყალი“–ს სუბსიდირება, აგრეთვე სოფელ წერეთელში, სიონში, თაქალოში, ახკულაში, ახლოლალოში, კიროვკაში, შულავერში და სხვა , სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, მოსახლეობის ზედაპირული გრუნტის წყლის მოხვედრისაგან დაცული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით; |
ბ.ბ)
სარწყავი არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოებში და ქ.მარნეულში სარწყავი არხების რეაბილიტაცია, მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით; |
ბ.გ)
საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. მარნეულში მრავალსართულიანი კორპუსების, აგრეთვე სოფელ მარეთის და სხვა, გარე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა რეაბილიტაცია; |
ბ.დ)
მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. |
ბ.ე)
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და მიმდინარე რეაბილიტაცია, აგრეთვე ქ.მარნეულში თაყაიშვილის, შაიგის, რუსთაველის, ჟორდანიას, წერეთლის, ვაჩნაძის, ჯავახიშვილის, სამედ ვურღუნის და სხვა ქუჩებზე და სოფლებში თაქალო, წერეთელი, საიმერლო, თამარისი და სხვა, გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. |
ბ.ვ)
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები
მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება, დაგეგმილია ახალი ნაგვის ურნების და სპეც.მანქანის შეძენა. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება შ.პ.ს. „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“–ს სუბსიდირება, ნაგავსაყრელის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად, რაც აუმჯობესებს ქალაქის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში საჭიროების მიხედვით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. |
გ)
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა–ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება. |
გ.ა)
ქალაქის კეთილმოწყობის,საპროექტო დოკუმენტაციის, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების და მილსადენების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადების ხარჯი
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების, შენობა ნაგებობების საკადასტრო რუქებისა და ნახაზების მომზადება. |
გ.ბ)
სკვერებისა და პარკების გაშენება–რეკონსტრუქციისა და ქალაქის გამწვანების და მოვლა პატრონობის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და პარკების,დასსვენებელი ადგილების მოვლა და საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია.
|
დ)
მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებები
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით მისი სუბსიდირება, ავტოპარკის განახლების მიზნით დაგეგმილია ახალი ავტობუსების შეძენა; |
3.
განათლება
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია. |
ა)
სკოლამდელი განათლების დაფინანსება
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 12 საბავშვო ბაღი. პროგრამის ფარგლებში მოხდება ააიპ ''სკოლამდელი აღზრდის ცენტრის" სუბსიდირება არსებული საბავშვო ბაღების სასწავლო–აღმზრდელობითი მომსახურებისა და კვებითი მომსახურებისათვის, მათი ნორმალური ფუნქციონირების მიზნით.დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის სოფელ სადახლოში, ხიხანში, საიმერლოში და სხვა, რამოდენიმე საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია და მშენებლობა. |
ბ)
ზოგადი განათლების ხელშეწყობა
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოციალური დახმარება მარნეულის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისათვის, რომლებიც არ ცხოვრობენ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (თითოეულზე 50 ლარის ოდენობით), ზაფხულის საშვებულებო პერიოდის (ივლისი, აგვისტო) გარდა. |
4.
კულტურა, რელიგია , ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს სპორტული და კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
პროგრამის ფარგლებში მოხდება სპორტული ობიექტების მოვლა–პატრონობა და რეაბილიტაცია; |
ა.ა)
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
2015 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები, უზრუნველყოფილი იქნება სხვადასხვა ტურნირებზე და შეჯიბრებებზე ადგილობრივი სპორტსმენების მონაწილეობა, წახალისდებიან წარმატებული სპორტსმენები სხვადასხვა ჯილდოთი. |
ა.ბ)
სპორტული სკოლები
2015 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სპორტული სკოლა, რომელშიც ფუნქციონირებს „ძიუდოს“, “სპორტული აკრობატიკის“, „ქართული ჭიდაობის“, „ძალისმიერი სამჭიდის“, „კრივის“, „კიკბოქსინგის“, „ტაიკვანდოს“, „ფეხბურთის“ ორი ასაკობრივი ჯგუფის – 12 წლამდე და 16 წლამდე, „კალათბურთის“ ორი ასაკობრივი ჯგუფის – 14 წლამდე და 18 წლამდე სექცია, რომელიც აერთიანებს 1000-მდე სპორტსმენს; |
ა.გ)
საფეხბურთო კლუბი ,,ალგეთი“–ს დაფინანსება
2015 წლის განმავლობაში ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საფეხბურთო კლუბი „ალგეთი“-ს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საწევრო გადასახადი, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადმოსვლის შემდეგ მოხდება კლუბის სრული დაფინანსება. |
ა.დ)
სპორტული ობიექტების მოწყობა, რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქ მარნეულში და სოფლებში თამარისი, წერეთელი, საიმერლო და სხვა, სპორტული ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია. |
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ასევე პროგრამა ითვალისწინებს მარნეულის ტელევიზიის „მარნეული ტვ“ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობას, რომელიც ახორციელებს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებას, ახალი ამბების და კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაშუქების უზრუნველყოფას. პროგრამის ფარგლებში მოხდება კულტურის ობიექტების დაფინანსება.
|
ბ.ა)
კულტურის ცენტრის დაფინანსება
ქვეპროგრამის ფარგლებში 2015 წელს გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, 2015 წლის განმავლობაში დაფინანსდება: 6 კულტურის სახლი, 1 მუსიკალური სკოლა, სადაც სწავლობს 90-მდე მოსწავლე, 6 ბიბლიოთეკა, 2 მუზეუმი. |
ბ.ბ)
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. |
ბ.გ)
კულტურის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მარნეულში კულურის სახლის რეაბილიტაცია, სოფლებში კაჩგანი, თამარისი, სადახლო, ალგეთი, აღმამედლო და სხვა, კულტურის ობიექტების რეაბილიტაცია. |
გ)
ტელე–რადიო მაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა
პროგრამა ითვალისწინებს მარნეულის ტელევიზიის „მარნეული ტვ“ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობას, რომელიც ახორციელებს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მომზადებას, ახალი ამბების და კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაშუქების უზრუნველყოფას. აგრეთვე პროგრამა ითვალისწინებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული შპს „ახალი მარნეულის“ დაფინანსებას, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი გაზეთის გამოშვებას. |
დ)
რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების და მეჩეთების ფინანსური მხარდაჭერა, რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდის და მოსახლების სულიერების ამაღლების მიზნით. ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია განხორციელდეს მცირე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. აგრეთვე იგეგმება მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების შემოღობვა და შესაბამისი ინვენტარის შეძენა. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
|
ბ)
სოციალური პროგრამები
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
ბ.ა)
ავადმყოფთა სოციალური დაცვა
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარების გაწევას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამის და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე. |
ბ.ბ)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახის ყოფითი დახმარების გაწევას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სოციალური პროგრამის და საკრებულოს სხვადასხვა განკარგულებების საფუძველზე. |
ბ.გ)
სარიტუალო მომსახურება
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება. |
ბ.დ)
სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ღონისძიებები
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სათანადო ზომების მიღება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით. |
მუხლი 18.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები