დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016180 |
|
,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგენილებაში (www.matsne.gov.ge ,31.12.2014, №190020020.35.159.016177) შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბიუჯეტის №1 დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით“
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
ბიუჯეტის №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 15664,2 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 3916,9 ათასი ლარის ოდენობით“
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
5.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9287,5 ათასი ლარის ოდენობით“
|
6.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2459,8 ათასი ლარის ოდენობით“
|
7.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11830,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით“
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
8.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 9401,1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 9541,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
ბ)
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 140,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:“
|
9.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:“
|
10.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -5567,6 ათასი ლარის ოდენობით“ |
11.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 6243,2 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 6243,2 ათასი ლარის ოდენობით.“ |
12.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 675,6 ლარის ოდენობით.“ |
13.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 422,3 ათასი ლარის ოდენობით.“ |
14.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–17 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და მეორე მნიშვნელობის გზებისა და შიდაკვარტალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, კერძოდ ქ.მარნეულში გიორგაძის, ჩოლოყაშვილის, ჯავახიშვილის, ვაჩნაძის, სულხან–საბას, შ.ყურბანოვის, კოსტავას, საიათნოვას, გუდიასვილის, თაყაიშვილის, ხალილოვის, ბერიტაშვილის,ლეონიძის, სამედ ვურღუნის, ჟორდანიას, ომარ ხაიამის, ბაქოს, შარიფოვის, მაისურაძის, ახუნდოვის, საბირის, ალგეთის, ნიზამის, ნარიმანოვის, ჯაფარიძის, თამარ მეფის, ერეკლე II, ბორჩალოს, ბაბექის, 20 იანვრის ქუჩების და სოფლებში აღმამედლო, თამარისი, წერეთელი, საიმერლო, ნორგიული, ბეგლიარი, წერაქვი, სიონი და სხვა. სოფელ წერეთელსა და თაქალოში დაგეგმილია ხიდის რებილიტაცია. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, გამოყოფილი ტრანსფერის ნაშთიდან 93,0 ათასი ლარი მოხმარდება სოფელ შაუმიანში დევნილების დასახლებაში ხევზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობას, 17,6 ათასი ლარი სოფელ ბეგლიართან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას.“ |
15.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–17 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ა) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების სოფლებისათვის სასმელი წყლის შეუფერხებლად მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით შ.პ.ს „მარნეულის სოფწყალი“–ს სუბსიდირება, აგრეთვე სოფელ წერეთელში, სიონში, თაქალოში, ახკულაში, ახლოლალოში, კიროვკაში, შულავერში და სხვა , სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, მოსახლეობის ზედაპირული გრუნტის წყლის მოხვედრისაგან დაცული, მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით; საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, მიღებული ტრანსფერი მიმართული იქნება №6 დანართის შესაბამისად, კერძოდ 30,0 ათასი ლარი მოხმარდება სოფელ სადახლოს სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციას, ხოლო 18,0 ათასი ლარი სოფელ კაჩაგანის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას.“ |
16.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–17 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. მარნეულში მრავალსართულიანი კორპუსების, აგრეთვე სოფელ მარეთის, სოფელ თამარისის და სხვა, გარე საკანალიზაციო ქსელის მოწყობა რეაბილიტაცია; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, გამოყოფილი ტრანსფერის ნაშთიდან 345,3 ათასი ლარი მოხმარდება ქ. მარნეულში აღმაშენებლის, გოგებაშვილის, სამედ ვურღუნის და გუდიაშვილის ქუჩებზე სანიაღვრე არხების მშენებლობას.“ |
17.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–17 მუხლის მე–2 პუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ვ) ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება, დაგეგმილია ახალი ნაგვის ურნების და სპეც.მანქანის შეძენა. ამ ფუნქციების განხორციელება მოხდება კერძო სამართლის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შემდეგ მისი სუბსიდირების გზით. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება შ.პ.ს. „მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო“–ს სუბსიდირება, ნაგავსაყრელის სრული დატვირთვით მუშაობის უზრუნველსაყოფად, რაც აუმჯობესებს ქალაქის სანიტარულ და ეკოლოგიურ მდგომარეობას. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში საჭიროების მიხედვით განხორციელდება მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული გზების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება.“ |
18.
დამტკიცებული ბიუჯეტის მე–17 მუხლის მე–2 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სოფლის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელება 2015 წლის ასიგნების ფარგლებში მოხდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №471 განკარგულებით გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერის ნაშთის 107,7 ათასი ლარის წარმართვა განკარგულების №19 დანართში მითითებული მიზნობრიობის დაცვით (ბიუჯეტის დადგენილების №2 დანართის შესაბამისად), კერძოდ: სოფლებში შიდა გზების სარეაბილიტაციოდ 1,4 ათასი ლარი. წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ 87,0 ათასი ლარი. სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით 2,2 ათასი ლარი სარწყავი არხების სარეაბილიტაციოდ. სოფლებში გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცისათვის 10,4 ათასი ლარი. მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად სარიტუალო სახლის რეაბილიტაციაზე 6,7 ათასი ლარი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანადაფინანსების მიზნით 2014 წლის ასიგნებაში გათვალისწინებული თანხიდან ნაშთის სახით დარჩენილია 93,6 ათასი ლარი. საიდანაც წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციოდ გათვალისწინებულია 90,3 ათასი ლარი, სარწყავი არხების სარეაბილიტაციოდ 1,1 ათასი ლარი, გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცისათვის 2,2 ათასი ლარი.“ |
19.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–17 მუხლის მე–2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.დ) სპორტული ობიექტების მოწყობა, რეაბილიტაცია ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქ მარნეულში და სოფლებში თამარისი, წერეთელი, საიმერლო და სხვა, სპორტული ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებით, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის თანხის გამოყოფის შესახებ“, მიღებული ტრანსფერი მიმართული იქნება №6 დანართის შესაბამისად, კერძოდ 75,0 ათასი ლარი მოხმარდება ქალაქ მარნეულში სპორტული კომპლექსის მშენებლობას.“ |
20.
ბიუჯეტის №1 დანართის მე–18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.“
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
21.
დამტკიცებულ ბიუჯეტს დაემატოს მე–19 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. მარნეულის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ვალდებულებები განისაზღვროს 534,6 ათასი ლარით. |
22.
ბიუჯეტს დაემატოს დანართი №2 „საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №471 განკარგულების საფუძველზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
დანართი №2
|
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №471 განკარგულების საფუძველზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები