ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/12/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016244
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
48
29/12/2014
ვებგვერდი, 31/12/2014
010250050.35.132.016244
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/12/2014 - 01/09/2015)

 

ქალაქი ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №48

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი ყოველი საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე მიეცეს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ანაზღაურება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი