დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.114.016241 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2014 - 04/02/2015)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ბალანსი (თავი I, მუხლი 1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება (თავი I, მუხლი 2). |
| მუხლი 3 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 4 900.0 ათასი ლარის ოდენობით (თავი I, მუხლი 3). |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გადასახადები (თავი I, მუხლი 4). |
| მუხლი 5 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის გრანტები 3 313.4 ათასი ლარით (თავი I, მუხლი 5). |
| მუხლი 6 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 266.6 ათასი ლარით (თავი I, მუხლი 6). |
| მუხლი 7 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯები 4 930.9 ათასი ლარით (თავი I, მუხლი 7). |
| მუხლი 8 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება (თავი I, მუხლი 8). |
| მუხლი 9 |
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია (თავი I, მუხლი 9). |
| მუხლი 10 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 10,0 ათასი ლარის ოდენობით (თავი I, მუხლი 10). |
| მუხლი 11 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 45.0 ათასი ლარის ოდენობით ( თავი I, მუხლი 11). |
| მუხლი 12 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიზნობრივი ტრანსფერი 183,0 ათასი ლარის ოდენობით (თავი I, მუხლი 12). |
| მუხლი 13 |
განისაზღვროს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2015 ბიუჯეტის ასიგნებები 4 958.0 ათასი ლარის ოდენობით (თავი II, მუხლი 15). |
| მუხლი 14 |
დაევალოს იურიდიული პირებს და საბიუჯეტო დაწესებულებებს მიიღონ საჭირო ზომები ბიუჯეტის შემოსავლების აუცილებელი შესრულებისა და ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ ხარჯვის უზრუნველსაყოფად. |
| მუხლი 15 |
ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2014 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილება ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ”. |
| მუხლი 16 |
დადგენილება ძალაშია 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
.
|
თავი I
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4 900,0 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3 313,4 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 266,6 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4 930,9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება - 20,9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 27,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 48,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -10.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 45,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 12.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 183,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 66,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 95,9 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 12,3 ათასი ლარი; დ) ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 8,8 ათასი ლარი 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 13.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა და უსაფრთხოება
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის მინიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გრანტის სახით მოხდება თანხის გამოყოფა. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და სამხედრო სამსახურის ფინანსური უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დაბა ჩოხატაურის დასასვენებელი პარკის და სკვერის კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება. ზამთრის პერიოდში დიდთოვლიანობის შემთხვევაში განხორციელდება ჭარბი თოვლის საფარისაგან განთავისუფლება. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა შენახვა, დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, მოხდება მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოხდება სკვერების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, ამწე კალათით მოხდება გარე განათების ქსელის მომსახურება. 2.2.1 კომუნალური სამსახური ,,სხივი“ (პროგრამული კოდი 03 02 01) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, კომუნალური სამსახური ,,სხივი“ ახორციელებს მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ დაგვა-დასუფთავებას და ნარჩენების გატანას, გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაციას. არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება, დაბის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ხეების გადაბელვა–ფორმირება, ზეხმელი და ავარიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა–დამუშავება და გატანა. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) სადღესასწაულო დღეებისათვის დაბის ქუჩების გაფორმება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა შენობების რეაბილიტაცია და სხვა ღონისძიებები. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების და მიწის ფართების რეალიზაციისათვის აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სარეალიზაციო ობიექტების ტექნიკური პასპორტების და მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება და საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება. 2.3.1 აა(ი)პ კურორტი ,,ბახმარო“ (პროგრამული კოდი 03 03 01) დაწესებულების მიზანია კურორტ ბახმაროს ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-პატრონობა, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული დანიშნულების ობიექტების შექმნა, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, კომუნალური მომსახურების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება დამსვენებელთა მოზიდვა, მოსახლეობის გაჯანსაღების, დასვენების, სამედიცინო და კომუნალური მომსახურების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა. საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. კურორტის ტერიტორიის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.საქუჩო განათების და წყალმომარაგების სისტემის მოვლა პატრონობის ხელშეწყობა, ინდივიდუალური სააგარაკო სახლების და სხვა ობიექტების მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; 2.3.2 შენობების ტექნიკური პასპორტების და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადების და საინფორმაციო საშუალებების გამოქვეყნების ხარჯები (პროგრამული კოდი 03 03 02) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობების და მიწის ფართების რეალიზაციისათვის აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, ქვეპროგრამის ფარგლებშიც ხორციელდება სარეალიზაციო ობიექტების ტექნიკური პასპორტების და მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადება და საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნება. 2.3.3 სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და განვითარება (პროგრამული კოდი 03 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარება, მ.შ. სასოფლო სამეურნეო კოოპერაციების მხარდაჭერა 2.3.4. დაბის კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 04) მოხდება მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. განხორციელდება დაბის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაოები. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა , ახალი ბაღების გახსნა. 3.1. სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ბაგა–ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა-შენახვა. გაიხსნება საბავშვო ბაღები სოფელ ამაღლებაში, ზოტში, ვანზომლეთში, ხევში. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 600 ბავშვი. ახალი საბავშვო ბაღების გახსნის შემთხვევაში ბავშვთა რაოდენობა გაიზრდება 100 აღსაზრდელით. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 2015 წელში განხორციელდება საბავშვო ბაღებისათვის სასმელი წყლის შეძენა. 3.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი და ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. განხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მოსწავლეების უფრო გააქტიურებას, სატრანსპორტო საშუალებებით გადადგილებას და სხვა ღონისძიებების მოწყობას. პროგრამის ფარგლებში მოხდება ა(ა)იპ ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დაფინანსება. დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, იფუნქციონირებს მუსიკალური და ქორეოგრაფიული წრეები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 3.2.1 ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წრეები, განხორციელდება სხვადასხვა პროექტები, სადაც შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და წარუდგინონ ფართო აუდიტორიას. კლუბი ითანამშრომლებს ადგილობრივ მედია-საშუალებებთან, ასევე თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან და ბათუმის მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის ყოველწლიურ ლიტერატურულ ჟურნალთან ,,ზღვაური“. წლი განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები; მოსწავლეთა 68-ე სასწავლო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. მუსიკალური კონკურსი ,,ბამი“ შემოქმედ ბავშვთა რაიონული კონკურსი ,,პოეტური შტრიხები“ შ.შ.მ პირთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეების ერთობლივი კონკურსი ,,ჯადოსნური ზღაპარი“ ტრადიციული ღონისძიება ,,შემოდგომა გურიაში“ საახალწლო კარნავალი პროექტი ,,ცნობილი ადამიანები გურიიდან“ დებატები ,,დისკუსია მრგვალი მაგიდის გარშემო“ - გასვლა საჯარო სკოლებში. საჩვენებელი ღონისძიება კინგბოქსში. მიმდინარე წელში მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გაიხსნა საჭადრაკო წრე, გათამაშდა 8 დან 12 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის ევროპის თასი ჭადრაკში, აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა მოჭადრაკეები და ორი მწვრთნელი. შეჯიბრში მონაწილეობა გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა პატარა მოჭადრაკეებისათვის. მომდევნო 2015 წელში საჭადრაკო წრე გააგრძელებს სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის მიღებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. 3.2.2 განათლების სისტემის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 04 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მოსწავლეების სატრანსპორტო საშუალებებით გადადგილებას და სხვა ღონისძიებების მოწყობას. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული სკოლებისა და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. განხორციელდება ლელობურთის და რაგბის განვითარების ხელშეწყობა; 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
4.1.1. სპორტის განვითარების ცენტრი (პროგრამის კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სპორტის განვითარების ცენტრი, რომელიც ემსახურება მომავალი თაობების პროფესიონალსპორტსმენებად ჩამოყალიბებას,მოეწყობა შეჯიბრებები ლელობურთში, რაგბიში, ქართულ ჭიდაობაში, ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდში, დოღში, ფუტზალში, მაგიდის ჩოგბურთში, ბილიარდში, შაშში, ბაზიერთა კლუბის მიერ მოეწყობა რაიონის ჩემპიონატი, გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატში ბაზიართა შორის, მოხდება ცენტრალური სტადიონის ეტაპობრივი რეაბილიტაცია. ყველა ხარჯს აფინანსებს სპორტის განვითარების ცენტრი. 4.1.2. სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგემილია არსებული სკოლის დაფინანსება, რომელიც აერთიანებს ძიუდოს, ფეხბურთის, მძლეოსნობის, ბერძნულ-რომაული, თავისუფალი ჭიდაობის, ქართული ჭიდაობის, ბალახის ჰოკეის, კალათბურთის, ფრენბურთის სპორტულ წრეებს. სასპორტო სკოლაში ფუნქციონისრებს 8 სპორტული სახეობის 11 სექცია, სადაც გაერთიანებულია 11 მწვრთნელი 250 მოსწავლე სპორტსმენი. ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა ,,იმედო დუნდუას“, ,,ანდრო ჟორდანიას“ და ,,ანზორ კვაჭაძის“ სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში გურია-აჭარის ზონაში, მოხდება ნოდარ ახალკაცის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის მიღება, სასპორტო სკოლის რაგბის გუნდი მონაწილეობას მიიღებს დასავლეთ საქართველოს სარაგბო ფესტივალში 1998-1999, 2000-2001, 2002-2003 წელში დაბადებული მორაგბეებით, სადაც მონაწილეობს 36 გუნდი. მიიღებს მონაწილეობას მძლეოსნობაში საქართველოს პირველობებზე რესპუბლიკურ ტურნირში. ახალჩამოყალიბებული საკალათბურთო ჯგუფი 2015 წლიდან მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველობის ტურნირში. სასპორტო სკოლის სპორტის ყველა სახეობისთვის მოხდება მოსწავლეთა და მწვრთნელთა სპორტული ფორმების შეძენა. დამონტაჟდება სავარჯიშო ტრენაჟორები სადაც ივარჯიშებენ როგორც სპორტსმენები ასევე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. 4.1.3 საფეხბურთო კლუბი ,,ბახმარო-2009” (პროგრამის კოდი 05 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება საფეხბურთო კლუბი ,,ბახმარო-2009” რომელიც აერთიანებს 18 სპორტსმენს და მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში. დაარსების დღიდან გუნდში იგრძნობოდა სპორტული დონის ამაღლების ტენდეცია, გუნდმა მიაღწია გარკვეულ შედეგებს , კერძოდ 2009-2010 წლების გათამაშებაში მე-5 ადგილი, 2011-2012 წლების გათამაშებაში მე-4 ადგილი. გამომდინარე აქედან გუნდს გააჩნია სათამაშო კლასის ამაღლების პოტენციალი და მიზნად ისახავს გარკვეულ წინსვლას. მოხდება მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ამხანაგური მატჩების უფრო ხშირად ჩატარება. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2015 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
4.2.1 კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა შემდეგი ღონისძიებები: კალანდა გურიაში, ქალთა დღესასწაული, პასკის ფესტივალი, 26 მაისის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სპექტაკლების ჩვენება, ფოლკლორის საღამო, ფერისცვალების დღესასწაული, საესტრადო სიმღერების კონკურსი, გურული საგალობლების ფესტივალი, გიორგობის დღესასწაული და სხვა ღონისძიებები. კულტურის ცენტრი აერთიანებს ანსამბლებს: ,,გურია“ -ს, ,,ნართი“-ს, ,,კრიმანჭულ“-ს, მანდილ“-ს, ,,ამაღლება’-ს საესტრადო ჯგუფებს, მგალობელთა ჯგუფს, ცეკვის ანსამბლებს, თეატრალურ დასს. კულტურის ცენტრის თანამშრომელთა ძალებით ხდება ხალხური რეწვის, ფოლკლორის მოძიება და დამუშავება და მაყურებელთათვის მიწოდება. 4.2.2 ბიბლიოთეკა (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება ბიბლიოთეკის ქსელი. ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების ცენტრი, რომელიც ანხორციელებს ბენეფიციართა ჩართულობას საზოგადოებაში. განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: დედისა და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საახალწლო კარნავალი ხიდისთავისა და ბუკისციხის ბიბლიოთეკაში, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საჭამიასერის ბიბლიოთეკაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ერკეთის ბიბლიოთეკაში, ლიტერატურული საღამო სოფელ ქვენობანში, პოეზიის საღამო ამაღლების ბიბლიოთეკაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფელ დაბლაციხეში. მოხდება საცნობარო და სპეც. ლიტერატურის, ჟურნალ გაზეთების, წიგნების შეძენა, რაც უზრუნველყოფს მკითხველთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 4.2.3. მუზეუმები (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება მუზეუმები. მათ შორის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება, მხარეთმცოდნეობის, ნოდარ დუმბაძის, ნიკო მარის და მოსე გოგიბერიძის სახელობის მუზეუმები; განხორციელდება ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმიში საგამოფენო დარბაზების მიწყობა. ნ. მარის სახელობის სხლ-მუზეუმის კეთილმოწყობა სამუზეუმო გაერთიანების ბაზაზე არსებული მუზეუმებისათვის საინფორმაციო ბუკლეტების გამოცემა. განხორციელდება ღონისძიებები: ,, ჩვენ ვეძებთ საკუთარ წარსულს“- ღონისძიება არქეოლოგიის დღესთან დაკავშირებით. ჩატარდება ისტორიის თემატური გაკვეთილები. მოხდება კურორტ ბახმაროს შესახებ დოკუმენტური და ფოტომასალების შეგროვება. მოეწყობა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერეციები და ღონისძიებები. სოფ. გორაბერეჟოულში ერისთავების ციხესიმაგრეს გაეწევა ფინანსური დახმარება აღნიშნულის მოვლა-შენახვისათვის. 4.2.4 სახელოვნებო სკოლები (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ სამხატვრო სკოლა, სადაც სამხატვრო განათლებას იღებს 100-მდე ბავშვი. სამხატვრო სკოლის მიზანია მოსწავლეებს შეასწავლოს ფერწერა, თექასთან, კერამიკასთან და ტიხრულ მინანქართან მუშაობა. ყველა ხარჯს აფინანსებს მუნიციპალიტეტი. სამხატვრო სკოლა ატარებს როგორც რაიონულ ასევე რეგიონალურ და საქალაქო და საერთაშორისო გამოფენებს.სკოლაში ისწავლება ხელოვნების დარგი თექა, ფუნქციონირებს კერამიკის საამქრო, ნამუშევრები იგზავნება ბელორუსიაში,ეგვიპტეში, პოლონეთში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში; სახელოვნებო სკოლა მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ, საქალაქო და საერთაშორისო გამოფენებში, მოეწყობა გამოფენები დამეგობრებულ სკოლებთან. 4.2.5 სამუსიკო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება აღნიშნული სკოლა, სადაც მუსიკალურ განათლებას იღებს 150 მოსწავლე , სწავლის გადასახადი ერთ ბავშვზე შეადგენს 15 ლარს თვეში. საკუთარი სახსრებით ნაწილობრივ ფინანსდება ხელფასი, ოფისის და სხვა ხარჯები. სუბსიდიით ფინანსდება ხელფასები და სხვა მიმდინარე ხარჯი. სკოლაში ფუნქციონირებს საფორტეპიანო და საორკესტრო განყოფილება. მოსწავლეები მუსიკალურ ცოდნას გააღრმავებე სხვადასხვა ჟანრებში: კლასიკურ, ვოკალურ, საფორტეპიანო და საორკესტრო ჯგუფებში. მოეწყობა ღია და დახურული , სოლო საფორტეპიანო კონცერტები, 2015 წლისათვის პრიორიტეტს წარმოადგენს საფორტეპიანო კონცერტის ჩატარება კამერულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. დაგეგმილია მონაწილეობის მიღება ქალაქ სენაკში საქართველოს რეგიონების სამუსიკო სკოლების მოსმენა დათვალიერებაზე. ასევე ჩატარდება სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებები, გაუმჯობესდება სკოლის მატერიალურ ტექნიკური ბაზა. 4.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ღონისძიებები, დასვენება გამაჯანსაღებელ ბანაკებში, სპორტსმენთა დაჯილდოვება, წარმატებული ახალგაზრდების დაფინანსება, საქართველოს კუთხეების ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, დამსახურებული პედაგოგების დაჯილდოება და სვა ღონისძიებები; 4.4. საახალწლო ღონისძიებების ხარჯები (პროგრამული კოდი 05 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით მოეწყობა სცენა, საახალწლო ნაძვის ხე, ჩატარდება გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები,რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი შესაძლებლობების გამოვლინება და კარგი საახალწლო განწყობის შექმნა. 4.5. რელიგია (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა; 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, აღნიშნულ ფარგლებში დაფინანსდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური, კერძოდ:
5.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასევე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხებით. პროგრამა ითვალისწინებს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველპირთა მდგომარეობის გაუმჯობესების, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, დევნილთა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარებას, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას, სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება შემდეგი სოციალური პროგრამები:
5.2.1 მრავალშვილიანი (4 და მეტ 18 წლამდე ასაკის ბავშვები) ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები) დაფინანსებას, რომელთა ოჯახებს მინიჭიბული აქვთ სარეიტინგო ქულა 10 000-ს ქვევით, 57 001-დან 100 000-მდე. დახმარება გაიცემა თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით. სულ რეგისტრირებულია 22 ოჯახი და 100 ბავშვი. 5.2.2 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალშობილთა ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0 დან 120 000 მდეა. თითოეულ ახალშობილზე 200 ლარი; 5.2.3. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამით დაფინანსდება დედ-მამით ობოლი ბავშვები (3 ბავშვი). თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100 (ორმოცდაათი) ბავშვი. 5.2.4. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება ( პროგრამული კოდი 06 02 04) 4 ბავშვი რომლებიც დაავადებული არიან ფენილკეტონურიით, თთითოეულ ბავშვზე თვეში 200 ლარი 5.2.5 საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მსახურეობა (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამით დახმარება გაეწევა სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებს, 15 მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და 6 ქვრივი (თითოეულზე ერთჯერადად 250 ლარი); 5.2.6 საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება ეძლევა ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის, აფხაზეთის კონფლიქტისა და სამაჩაბლოში რუსეთის აგრესიის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს განხორციელებული აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს; 5.2.7 უპატრონო პირთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი, დახმარება გაიცემა უპატრონო მიცვალებულებზე, რომელთაც არ გააჩნიათ მემკვიდრე (დედა, მამა, მეუღლე, ბებია, ბაბუა, შვილი, შვილიშვილი და გერი) თანხა ჩაერიცხება სარიტუალო მომსახურეობის გამღებ პირს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; 5.2.8 ხანდაზმულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამა ითვალისწინებს უხუცეს დღეგრძელთა დახმარებას, თითოეულზე ერთჯერადად 300 (სამასი) ლარი წლის განმავლობაში (5 უხუცესი). 5.2.9 ლტოლვილთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამით დახმარება ეძლევა სამაჩაბლოდან და აფხაზეიდან დევნილ ოჯახებს ზამთრისათვის სათბობის შეძენაზე 200 ლარი, სხვა აუცილებლობიდან გამომდინარე არაუმეტეს 100 (ასი) ლარისა, დაკრძალვის ხარჯი ერთჯერადად არაუმეტეს 250 ლარისა. 5.2.10 მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამით გათვალიწინებულია დახმარება გაეწიოს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს 5000 ლარამდე ერთჯერადად, დროებით თავშესაფრის უზრუნველყოფისათვის ბინის ქირა არაუმეტეს 100 ლარისა, გამონაკლის შემთხვევაში ბინის შეძენა არაუმეტეს 15000 ლარი 5.2.11 მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 300 ლარი; 5.2.12. 18 წელს ზევით ასაკისა და მკვეთრად გამოხატული შ.შ.მ. პირების სამედიცინო სტაციონალურ მომსახურებაზე მედიკამენტების შეძენაზე; (პროგრამული კოდი 06 02 12) 18 წელს ზევით ასაკის პირები, რომელთაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 57 001 დან 120 000 მდე. 5.2.13. მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სამედიცინო სტაციონალურ მომსახურებაზე და მედიკამენტების შეძენაზე; (პროგრამული კოდი 06 02 13) სამედიცინო სტაციონალური მომსახურება და მედიკამენტების შეძენა 5.2.14 ონკოლოგიურ დაავადებულთა სამედიცინო სტაციონალური მომსახურება; (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამით გათვალიწინებულია ონკოლოგიურ დაავადებულთა სამედიცინო სტაციონალური მომსახურება, მედიკამენტების შეძენაზე დახმარება (არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა. 5.2.15 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი დახმარება.(პროგრამული კოდი 06 02 15) ქვეპროგრამით დახმარება ეძლევა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და ომში დაღუპულთა ქვრივებს. არაუმეტეს 150 ლარისა; 5.2.16 0 დან 18 წლამდე ასაკის პირებისა და შ.შ.მ. პირების სამედიცინო მომსახურები დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობა); (პროგრამული კოდი 06 02 16) შ.შ.მ პირების სამედიცინო მომსახურების თანხა არაუმეტეს 300 ლარისა; 5.2.17 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების და ომში დაღუპულთა ქვრივებისადმი დახმარება. (პროგრამული კოდი 06 02 17) თითოეულ ვეტერანსა და ომში დაღუპულთა ქვრივზე ერთჯერადად 250 ლარი. სათბობის შეძენის თანხა არაუმეტეს 200 ლარისა 5.2.17 თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება რომლებიც გადიან დიალეზის კურსს (პროგრამული კოდი 06 02 18) ქვეპროგრამა ითვალისწინებს თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა ტრანსპორტირების ხარჯებს (12 პირი). 5.2.18 0 დან 18 წლამდე ასაკის შ.შ.მ. ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 19) 0-დან 18-წლამდე ასაკის შშმ პირები. ყოფელთვიურად 30 ლარი; 5.2. 19 ა(ა)იპ განათლების ცენტრი (პროგრამული კოდი 06 02 20) 6-დან 18 წლამდე ასაკის შშმ პირების კვებისა და კომუნალური მომსახურების დაფინანსება (20 პირი); 5.2.20 გულის თანდაყოლილი პათოლოგიით (გულის მანკით0 დაავადებულ 0-დან 18 წლამდე ასაკის პირთა ოჯახების დახმარება. (პროგრამული კოდი 06 02 21) ქვეპროგრამით დაფინანსდება 0-დან 18-წლამდე ასაკის პირები (10 პიროვნება) სამედიცინო ნრეაბილიტაციის კურსი; |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები