დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.104.016209 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2014 - 13/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.“ ქვეპუნქტის "დ.ა"ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 23-ე მუხლების და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის N39 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
თავი I
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 6 326.7 ათასი ლარის ოდენობით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 1300.0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გრანტები |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4646,7 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 380.0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6233.7 ათასი ლარის ოდენობით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა190.0 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0 ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -10.0 ათასი ლარით; |
მუხლი 11.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 10.0 ათასი ლარით. |
მუხლი 12.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0-ით; |
მუხლი 13.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი |
გაუთვალისწინებელი გადასახდელების მიზნით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 178.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 80.0 ათასი ლარი; |
ბ)
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 98.0 ათასი ლარი; |
2.
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი და სხვა ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის სტიქიური უბედურებები) სალიკვიდაციოდ პრევენციის მიზნით აუცილებელია სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. ხანძრის ჩაქრობის და სამაშველო ღონისძიებების ორგანიზებისას აუცილებელია პირადი შემადგენლობის ტექნიკური და პროფესიული მომზადების სრულყოფა, სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის შენობის და კომუნალური პირობების გაუმჯობესება, არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. |
ა)
საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01)
საგანგებო სიტუაციების (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, მეწყერი და სხვა ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის სტიქიური უბედურებები) სალიკვიდაციოდ პრევენციის მიზნით აუცილებელია სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება, არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. |
ბ)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: მუნიციპალური გზების და ხიდ-ბოგირების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, გარე განათების ქსელის, სკვერების, პარკების, გამწვანების ობიექტების, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების რეაბილიტაცია, ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყობა სპორტული მოედნები, დაფინანსდება კეთილმოწყობის სამუშაოები. |
ა)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და განხორციელდება უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია. |
ა.ა)
საცხოვრებელი კორპუსების გადახურვა, ფასადების შეღებვა და ტერიტორიების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის ქ. წალენჯიხაში და ქ. ჯვარში, არსებული საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის და მიდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობის სამუშაოები. |
ა.ბ)
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების ქსელის მოწყობის, არსებული ქსელის რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის და ექსპლოატაციის ხარჯები. |
ა.გ)
დასუფთავების და კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის დასუფთავების, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის. მუნიციპალიტეტის ორივე ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ეზოებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის, ქუჩების, პარკების, სკვერების და სხვა ტერიტორიების ყოველდღიური დაგვა–დასუფთავების ღონისძიებები. |
ბ)
სასოფლო-სამეურნო მიწის საკადასტრო აზომვითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03)
ქვეპროგრამის ფარგლებსი გათვალისწინებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საკადასტრო აზომვითი სამუშაოების დაფინანსება. |
გ)
სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ჯებირების, ხიდბოგირების და გაბიონების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. |
დ)
მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 08)
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქების ქუჩებისა და ტროტუარების აღდგენა, სკვერების პარკებისა და გამწვანების ობიექტების რეაბილიტაცია, შადრევნების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, საგზაო ნიშნების და ფეხით მოსიარულეთა ტროტუარების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებისათვის ქალაქის გაფორმება და სხვა ღონისძიებები. |
დ.ა)
პარკებისა და მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 08 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქ. წალენჯიხის ტერენტი გრანელის სახელობის პარკის რეაბილიტაციის, ქ. ჯვარის ცენტრში პარკის მოწყობის და მუნიციპალიტეტის თემებში ცენტრების კეთილმოწყობის ღონისძიებები. |
3.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ აღზრდას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა; |
ა)
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული 32 საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები. ქვეპროგრამა მთლიანობაში ემსახურება 1116-მდე ბავშვს. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების სრულად გამოვლინება. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. |
ა.ა)
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფინანსდება ეროვნულ ჩემპინატში გათამაშებაში მონაწილე პირველი ლიგის გუნდი „სქური“. ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება, აგრეთვე, 14 სპორტული წრე, მათ შორის ჭადრაკის, ჭიდაობის, კრივის, კალთბურთის და სხვა, სადაც გაერთიანებულია 250-მდე მოსწავლე. |
ა.ბ)
ფეხბურთის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრი“-ს დაფინანსება, რომელიც აერთიანებს ბავშთა საფეხბურთო 5 ჯგუფს და 100-მდე სპორტსმენს. ქვეპროგრამის ძირითადი მიზანი არის ბავშთა ფეხბურთის განვითარება და ნიჭიერი ფეხხურთელების აღზრდა. |
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ასევე, სადღესასწაულო დღეებში ჩატარდება სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. |
ბ.ა)
კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდიური წესით ფინანსდება ა(ა)იპ ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომელიც ხელს უწყობს ქართული ფოლკლორის განვითარებას, თანამშრომლობს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან, ცალკეულ ხელოვანებთან, სხვადასხვა დარგის დამსახურებულ მოღვაწეებთან, ატარებს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში. აწყობს სახვითი დეკორატიული-გამოყენებითი და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენას. მომსახურებას უწევს ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნას, სახალხო დღესასწაულების აღსანიშნი ღონისძიებების ჩატარებას („გრანელობა“, „ჯარალუა“, „ტარასობა“ და სხვა). კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს ბიბლიოთეკების, მუზეუმების, კლუბების და კულტურის სახლების ფუნქციონირებას. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 21 ბიბლიოთეკა, მათ შორის 1 საბავშვო, 1 ცენტრალური და 19 სათემო. წლის განმავლობაში ბიბლიოთეკები ემსახურება 17 ათასამდე მკითხველს, მათ შორის 1-9 კლასის 4 ათასამდე მოსწავლეს. კოორდინაციას უწევს ტერენტი გრანელის სახელობის მუზეუმს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლეო ქიაჩელის მუზეუმს, აკადემიკოს ტარას კვარაცხელიას სახელობის მუზეუმს. სამუზეუმო კოლექციებში ძირითადად დაცულია მათი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალები და პირადი ნივთები. მუზეუმები სისტემატურად ღებულობენ დამთვალიერებლებს, მათ შორის უცხოელ ტურისტებსაც. მუზეუმებში ჩამოყალიბებულია ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბები, სადაც ტარდება მრავალი საინტერესო კულტურული, სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები. |
ბ.ბ)
ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმათლებლო ცენტრის“ დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი”, რაც გამოიხატება შრომის ანაზღაურების და მიმდინარე ხარჯების სუბსიდირებაში. ცენტრში ფუნქციონირებს სახელოვნებო და საგანმანათლებლო განყოფილება. სახელოვნებო განყოფილებაში ისწავლება ფორტეპიანო, საგუნდო სიმღერა, ვოკალი, ფოლკლორი და მუსიკალური ლიტერატურა. სწავლის ხანგრძლივობაა 6 წელი. ბავშვთა რაოდენობა სახელოვნებო განყოფილებაში შეადგენს 152 აღსაზრდელს. საგანმანათლებლო განყოფილებაში ფუნქციონირებს 13 წრე: ინგლისური ენის, მგალობელთა, ხატვის, ვოკალური, სამეჯლისო, უნარჩვევების, მხატვრული კითხვის, ლიტერატურის, რუსული ენის, თექის, კომპიუტერის შემსწავლელი, თეატრალური და ქორეოგრაფიული წრეები. საგანმანათლებლო განყოფილების წრეებში სწავლობს 160 მოსწავლე. წრეებში სწავლის საფასური არის 5 დან 15 ლარამდე. ცენტრის აღსაზრდელები მონაწილეობენ შიდასასკოლო, რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში. ცენტრი ზრუნავს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენასა და წარმოჩინებაზე, მათ დახმარებაზე პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში, მუსიკალური კარიერის გაგრძელებაში. |
გ)
ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ცენტრების მეშვეობით, დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში, ასევე, ფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების სხვადასხვა ღონისძიებებზე მგზავრობის, სტუდენტური დღეების და მხიარული სტარტების ხარჯები. |
დ)
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05.04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: საგანმანათლებლო, აღზმრდელობით და საგანმანათლებლო-აღზმრდელობით დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; საგანმანათლებლო, აღზმრდელობით და საგანმანათლებლო-აღზმრდელობით დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაციას და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტ აღრიცხვას, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწას და გაუმჯობესებას; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივ შემცირებას მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობას და მათზე სწრაფ რეაგირებას, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას; არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან ჯანმრთელობის დაცვას მოსახლეობის ინფორმირების გზით. |
ბ)
ამბულატორიები და პოლიკლინიკები (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს გადაუდებელი ოპერაციებისას პაციენტების თანადაფინანსებას, იოდდეფიციტით გამოწვეული (ჩიყვი) ავადმყოფობის გამოკვლევას და 5-25 წლამდე ასაკის ადგილობრივი მოსახლეობის ჰემატოლოგიური ავადყოფობისაგან პრევენციას; უნარშეზღუდულ პირთა ფინანსურ დახმარებას; 6-დან 14 წლამდე კონტიგენტისა და ორსულების მასიური გასინჯვას; მოსახლეობის ჯანმრთელობის მონიტორინგს, ანალიზსა და შეფასებას; ფსიქიკურად დაავადებულ ავადმყოფთა სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანის ხარჯების დაფინანსებას. |
გ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
გ.ა)
სარიტუალო მომსახურება (ომის ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯები) (პროგრამული კოდი 06 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახზე 100 ლარი, ომის ვეტერანის ოჯახზე 250 ლარი. |
გ.ბ)
ვეტერანთა საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ომის ვეტარანების მორალური და ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიებები. |
გ.გ)
გაჭირვებულ ოჯახთა ერჯერადი დახმარებები (პროგრამული კოდი 06 03 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: მუნიციპალიტეტში მცხოვრები 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მოქალაქეების მატერიალურ დახმარება, მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და პენსიონერი მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 200 ლარის და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი დახმარება თითოეულზე 100 ლარის ოდენობით. |
გ.დ)
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფა (უფასო სასადილო) (პროგრამული კოდი 06 03 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 220 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა, მათ შორის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების კვებით უზრუნველყოფა. |
გ.ე)
მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების მატერიალური დახმარება, თითოეულ ბავშვზე 30 ლარის ოდენობით (158 ოჯახი, 451 ბენეფიციარი); |
დ)
ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 04)
პროგრამაში გათვალისწინებულია ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთეჯარიდი დახმარება 500 ლარამდე თანხის ოდენობით თითო ბენეფიციარზე. |
ე)
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 05)
პროგრამაში გათვალისწინებულია სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება ფულადი ან/და მატერიალური ფორმით არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობისა. |
თავი III
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები