დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2376 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 19/12/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018260 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2376
2014 წლის 19 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონისმე-18მუხლისმე-3პუნქტისშესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთში მდებარე 3311127 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით _ 78 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.03.12.065) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 9 000 000 (ცხრა მილიონი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს“ (ს/კ 404481379).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
ა.ა) არაუგვიანეს 2014 წლის 25 დეკემბრისა, 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი;
ა.ბ) არაუგვიანეს 2015 წლის 31 იანვრისა, 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით გადაცემულ უძრავ ქონებაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კოპლექსის, (მათ შორის, არანაკლებ 18 ორმოს მქონე გოლფის სათამაშო მოედანი/მოედნები, ორმოებს შორის ჯამური მანძილით არანაკლებ 6 000 (ექვსი ათასი) მეტრი) – შექმნა, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით არანაკლებ 6 400 000 (ექვსი მილიონ ოთხასი ათასი) ლარის ინვესტიციისგანხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა, შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 2016 წლის 21 სექტემბრისა, არანაკლებ 2 400 000 (ორი მილიონ ოთხასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;
გ.ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბრისა, 6 400 000 (ექვსი მილიონ ოთხასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
3. შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს განსახორცილებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის ვადაც საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დოკუმენტის კომენტარები