დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016201 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2014 - 09/02/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ა.“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ X თავის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, თანახმად (დანართი №1).
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის შემოსავლების კლასიფიკაცია (დანართი №2). დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია (დანართი №3). დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია (დანართი №4). |
| მუხლი 2 |
მიღებულ იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 11080,4 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №2).
1) გადასახადები 4300 ათ. ლარის ოდენობით. 2) გრანტები 4001,4 ათ. ლარის ოდენობით. აქედან: ა) გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება მიზნობრივი ტრანსფერტი დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად 260.0 ათ. ლარი. ბ) 3741,4 ათ. ლარი გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება გათანაბრებითი ტრანსფერტი. 3) სხვა შემოსავალები 2779 ათ. ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არაფინანსური აქტივების კლება 100 ათ. ლარი. (დანართი №2). |
| მუხლი 4 |
მიღებულ იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში 10865,9 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №3). |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს 2015 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა საშტატო მუშაკთა შრომის ანაზღაურების წლიური ფონდი 2585,2 ათ. ლარი. (დანართი №3). |
| მუხლი 6 |
დამტკიცდეს 2015 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა შტატგარეშე (ხელშეკულებით) მომუშავეთა ანაზღაურების წლიური ფონდი 273.5 ათ. ლარი. (დანართი №3). |
| მუხლი 7 |
დამტკიცდეს 2015 წლის მივლინების ხარჯები 81,0 ათ. ლარი. (დანართი №3). |
| მუხლი 8 |
დამტკიცდეს 2015 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა ოფისის ხარჯები 952.4 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 9 |
დამტკიცდეს 2015 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები 10,0 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 10 |
დამტკიცდეს 2015 წლის რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის ხარჯები 11,0 ათ. ლარი (დანართი №3) |
| მუხლი 11 |
დამტკიცდეს 2014 წლის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები 496,1 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 12 |
დამტკიცდეს 2015 წლის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება მათ შორის სარეზერვო ფონდი 1311.7 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 13 |
დამტკიცდეს 2015 წლის პროცენტი საშინაო ვალდებულებებზე 80.0 ათ. ლარი |
| მუხლი 14 |
გათვალისწინებული იქნეს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდია 3868.2 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 15 |
გათვალისწინებული იქნეს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური უზრუნველყოფის წლიური ფონდი 485,5 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 16 |
გათვალისწინებული იქნეს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვა ხარჯების ასიგნებები 344,0 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 17 |
გათვალისწინებული იქნეს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაფინანსური აქტივების ზრდა 175.2 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 18 |
გათვალისწინებული იქნეს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვალდებულებების კლება 140,0 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 19 |
საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად და ეკონომიურად ხარჯვის მიზნით, 2015 წლის განმავლობაში უფლება მიეცეს აღმასრულებელ ორგანოს, საკრებულოს თანხმობით გადაანაწილოს ხარჯები საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიკური და ფუნქციონალურ კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით მისთვის დამტკიცებული ასიგნების 5 %-ის ფარგლებში. |
| მუხლი 20 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგ ორგანიზაციებზე:
ა) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 2348.5 ათ. ლარი (9 თვის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება თვეში განისაზღვროს 80 ლარით “სამჯერადი კვებით” და დაფინანსდება 2650 აღსაზრდელი სრულად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, ასევე იანვრის, ივლისის და აგვისტოს თვეში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელფასებისა და მიმდინარე ხარჯებისათვის – 433.3 ლარი და დახურული ბაღების დარაჯების (2 დარაჯი) ხელფასის ასანაზღაურებლად – 7200 ლარი. ბ) კ.ს.ა..ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი – 121,0 ათ. ლარი (8 თვის განმავლობაში სამუსიკო სკოლების ცენტრში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 60 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, 200 ბავშვის ღირებულების 45 ლარს დაფარავს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღსაზრდელებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულ ღირებულებას 15 აღსაზრდელზე 60 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი კი განისაზღვროს 47.2 ათ. ლარით). გ) კ.ს.ა.ა.ი.პ. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“ - 330,0 ათ. ლარი (სასპორტო სკოლებში ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით და დაკვეთა განხორციელდეს შემდეგი ოდენობით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნას 1100 ბავშვის შენახვის ღირებულება) დ) კ.ს.ა.ა.ი.პ. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი - 110,0 ათ. ლარი (გარდაბნის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში განთავისუფლდეს გადასახადისგან 509 ბავშვი და ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 18 ლარის ოდენობით). ე) ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება. – 77.0 ათ. ლარი ვ) ა.ა.ი.პ.,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი” და ანსამბლი „ბეთანია“ - 164.7 ათ. ლარი ზ) ა.ა.ი.პ „ივანე ჯავახიშვილის სახ.გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“ – 99.6 ათ.ლარი; თ) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი. _ 85,4 ათ. ლარი; ი) კ.ს.ა.ა.ი.პ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა”-210,0 ათ. ლარი, კ) ა.ა.ი.პ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისათვის”-132,0 ათ. ლარი ლ) შ.პ.ს. „რუსთავის ნაგავსაყრელი“ – 140,0 ათ.ლარი მ) ა.ა.ი.პ ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო გაერთიანება“ – 50,0 ათ ლარი |
| მუხლი 21 |
დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უზრუნველყოს უპატრონო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები _ 5,0 ათ. ლარი |
| მუხლი 22 |
განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით ერთჯერადი მატერიალური დახმარებები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საოპერაციო ხარჯები, დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ზემოაღნიშნული ღონისძიებათა დაფინანსება განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად _ 445,0 ათ. ლარი |
| მუხლი 23 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების გადასახდელების დაფინანსება განახორციელოს ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის სახაზინო წესის შესაბამისად. |
| მუხლი 24 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ხელფასების გაცემა არ დაუშვას საშემოსავლო გადასახადების გადახდის გარეშე. |
| მუხლი 25 |
დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ბიუჯეტის დამტკიცებიდან 20 დღის ვადაში დასამტკიცებლად წარადგინოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გადააგზავნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვების გეგმები. |
| მუხლი 26 |
დაევალოს ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების უფროსებსა და საბიუჯეტო დაწესებულებების ხელმძღვანელებს:
1) ბიუჯეტის დამტკიცებიდან, არაუგვიანეს ათი დღის ვადისა, უზრუნველყონ საფინანსო გეგმებისა და ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვების დამტკიცება და წარდგენა საფინანსო სამსახურში. 2) არ დაუშვან გეგმით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესრულების არცერთი შემთხვევა წინასწარი დაფარვის წყაროს გამოძებნის გარეშე, აგრეთვე ზედმეტი და არააუცილებელი ხარჯების გაწევა. 3) მკაცრი კონტროლი დააწესონ ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების მიზნობრივ ხარჯვაზე. |
| მუხლი 27 |
საკრებულოს თავმჯდომარემ უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. |
| მუხლი 28 |
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან. |
| მუხლი 29 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. |
|
დანართი №1
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
1.
ათას ლარებში; |
2.
|
დანართი №2
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემოსულობები
|
1.
ათას ლარებში; |
2.
|
დანართი №3
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
1.
ათას ლარებში; |
2.
|
დანართი №4
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით
|
1.
ათას ლარებში; |
2.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები