დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/05/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.161.016233 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 დეკემბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25.12.2014, 190020020.35.161.016201) ცვლილებების შეტანის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
– დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებები დანართი №1-ის თანახმად;
– დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის შემოსავლების კლასიფიკაცია (დანართი №2); – დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის ცვლილებები (დანართი №3); – დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაციის ცვლილებები (დანართი №4). |
| მუხლი 2 |
მიღებული იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიA შემოსავლების ნაწილში 12780.4 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №2).
1) გადასახადები 4300 ათ. ლარის ოდენობით. 2) გრანტები 5701.4 ათ. ლარის ოდენობით. აქედან: ა. გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად 260.0 ათ. ლარი. ბ. 3741.4 ათ. ლარი გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარება გათანაბრებითი ტრანსფერტი. გ. ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი – 146.4 ათ. ლარი დ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მისაღები ტრანსფერი 1553,6 ათ. ლარი. 3) სხვა შემოსავალები 2779.0 ათ. ლარის ოდენობით. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არაფინანსური აქტივების კლება 100 ათ. ლარი. (დანართი №2). |
| მუხლი 4 |
მიღებული იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი ხარჯების ნაწილში 11680,0 ათ. ლარის ოდენობით (დანართი №3). |
| მუხლი 5 |
დამტკიცდეს 2015 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა საშტატო მუშაკთა შრომის ანაზღაურების წლიური ფონდი 2634.3 ათ. ლარი. (დანართი №3). |
| მუხლი 6 |
დამტკიცდეს 2015 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა შტატგარეშე (ხელშეკულებით) მომუშავეთა ანაზღაურების წლიური ფონდი 278.3 ათ. ლარი. (დანართი №3). |
| მუხლი 7 |
დამტკიცდეს 2015 წლის მივლინების ხარჯები 7,3 ათ. ლარი. (დანართი №3). |
| მუხლი 8 |
დამტკიცდეს 2015 წლის საბიუჯეტო დაწესებულებათა ოფისის ხარჯები 993.7 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 9 |
დამტკიცდეს 2015 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები 10.0 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 10 |
დამტკიცდეს 2015 წლის რბილი ინვენტარის და უნიფორმის შეძენის ხარჯები 11.0 ათ. ლარი (დანართი №3) |
| მუხლი 11 |
დამტკიცდეს 2014 წლის ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა_შენახვის ხარჯები 433.5 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 12 |
დამტკიცდეს 2015 წლის სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება მათ შორის სარეზერვო ფონდი 1479.5 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 13 |
დამტკიცდეს 2015 წლის პროცენტი საშინაო ვალდებულებებზე 80.0 ათ. ლარი |
| მუხლი 14 |
გათვალისწინებული იქნეს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდია 4120.3 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 15 |
გათვალისწინებული იქნეს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური უზრუნველყოფის წლიური ფონდი 505.3 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 16 |
გათვალისწინებული იქნეს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სხვა ხარჯების ასიგნებები 760,2 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 17 |
გათვალისწინებული იქნეს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაფინანსური აქტივების ზრდა 4728,2 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 18 |
გათვალისწინებული იქნეს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვალდებულებების კლება 671.6 ათ. ლარი. ვალუტა და დეპოზიტები 140,0 ათ. ლარი. სხვა კრედიტორული დავალიანებები 531,6 ათ. ლარი (დანართი №3). |
| მუხლი 19 |
საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად და ეკონომიურად ხარჯვის მიზნით, 2015 წლის განმავლობაში უფლება მიეცეს აღმასრულებელ ორგანოს, საკრებულოს თანხმობით გადაანაწილოს ხარჯები საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიკური და ფუნქციონალურ კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური საბიუჯეტო გადაწყვეტილებით მისთვის დამტკიცებული ასიგნების 5 %_ის ფარგლებში. |
| მუხლი 20 |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირება განხორციელდეს შემდეგ ორგანიზაციებზე:
ა) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება – 2348.5 ათ. ლარი (9 თვის განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება თვეში განისაზღვროს 80 ლარით “სამჯერადი კვებით” და დაფინანსდება 2650 აღსაზრდელი სრულად გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ, ასევე იანვრის, ივლისის და აგვისტოს თვეში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელფასებისა და მიმდინარე ხარჯებისათვის – 433.3 ათ. ლარი და დახურული ბაღების დარაჯების (2 დარაჯი) ხელფასის ასანაზღაურებლად – 7200 ლარი. ბ) კ.ს.ა..ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ცენტრი – 121,0 ათ. ლარი (8 თვის განმავლობაში სამუსიკო სკოლების ცენტრში ერთი ბავშვის შენახვის ღირებულება განისაზღვროს 45 ლარის ოდენობით და დაფინანსება განხორციელდეს წილობრივი მონაწილეობით, 200 ბავშვის ღირებულების 30 ლარს დაფარავს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ხოლო მშობელთა შემონატანი განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, ასევე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აღსაზრდელებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტი დაფარავს სრულ ღირებულებას 15 აღსაზრდელზე 45 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციის შენახვის ხარჯი კი განისაზღვროს 47,2 ათ. ლარით). გ) კ.ს.ა.ა.ი.პ. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი“ – 443,0 ათ. ლარი (სასპორტო სკოლებში ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 25 ლარის ოდენობით და დაკვეთა განხორციელდეს შემდეგი ოდენობით - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული იქნას 1100 ბავშვის შენახვის ღირებულება) დ) კ.ს.ა.ა.ი.პ. მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი - 110,0 ათ. ლარი (გარდაბნის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში განთავსდეს 509 ბავშვი და ერთი ბავშვის ღირებულება განისაზღვროს 18 ლარის ოდენობით) ე) ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანება. – 77.0 ათ. ლარი ვ) ა.ა.ი.პ.,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი” და ანსამბლი „ბეთანია“ - 164.7 ათ. ლარი ზ) ა.ა.ი.პ „ივანე ჯავახიშვილის სახ.გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“ – 107.2 ათ.ლარი; თ) კ.ს.ა.ა.ი.პ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი. _ 85,4 ათ. ლარი; ი) კ.ს.ა.ა.ი.პ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა”- 310.0 ათ. ლარი, კ) ა.ა.ი.პ “ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისათვის”-147.0 ათ. ლარი ლ) შ.პ.ს. „რუსთავის ნაგავსაყრელი“ – 140.0 ათ. ლარი მ) ა.ა.ი.პ ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო გაერთიანება“ – 66.5 ათ. ლარი |
| მუხლი 21 |
დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უზრუნველყოს უპატრონო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ომის ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები _ 5,0 ათ. ლარი |
| მუხლი 22 |
განისაზღვროს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით ერთჯერადი მატერიალური დახმარებები და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საოპერაციო ხარჯები, დაევალოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ზემოაღნიშნული ღონისძიებათა დაფინანსება განახორციელოს კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად _ 476,0 ათ. ლარი. |
| მუხლი 23 |
დადგენილება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 24 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში. |
|
დანართი №1
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
1.
ათას ლარებში; |
2.
|
დანართი №2
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემოსულობები
|
1.
ათას ლარებში; |
2.
|
დანართი №3
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
1.
ათას ლარებში; |
2.
|
დანართი №4
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით
|
1.
ათას ლარებში; |
2.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები