დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.107.016157 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2014 - 16/01/2015)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი შესაბამისად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1.
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 4856.2 ათასი ლარით. |
მუხლი 2.
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში გადასახდელები 4,856.2 ათასი ლარი. |
მუხლი 3.
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 4,426.2. მათ შორის: |
ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 4,264.2 ათასი ლარი;
ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 162.0 ათასი ლარი. |
მუხლი 4.
სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 80.0 ათასი ლარით. |
მუხლი 5.
დადგენილების თავი I, თავი II და თავი III დამტკიცდეს თანდართული ფორმით. |
მუხლი 6.
დადგენილება ძალაში შევიდეს 2015 წლის პირველი იანვრიდან და მისი ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 დეკემბრის №24 დადგენილება - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. |
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტი
|
თავი I |
მუხლი 1.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4856.2 ათასი ლარით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 200.0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 4426.2 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 230.0 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4453.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 402.2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 402.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის |
მუხლი 13.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 80.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 162.0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 72.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 85.5 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 4.5 ათასი ლარი; 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების, მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები
|
მუხლი 16.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
ა) პროგრამა საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა არსებული ტექნიკური ბაზის განახლება და საჭირო სამაშველო და სახანძრო ტექნიკის აღჭურვილობის შეძენა, მეხანძრე-მაშველთათვის სოციალური პირობების გაუმჯობესება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარიპრიორიტეტია. პროგრამების ფარგლებში გაგრძელდება დაბა ჩხოროწყუს საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა–შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში შიდა გზებისა და სახიდე ნაგებობების დაზიანებული მონაკვეთების მიმდინარე მოწყობა-რეაბილიტაცია, როგორც დაბაში ისე სოფლებში და თემებში.
ა.ა) გზების რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) მუნიციპალიტეტის შიდა გზების აღდგენა, მოწყობა-რეაბილიტაცია.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ა.ბ) სახიდე ნაგებობების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 02) დაზიანებული ხიდების, ხიდ-ბოგირების, საცალფეხო ხიდების რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის სოფლებსა და თემებში.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება დ. ჩხოროწყუში დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა.
ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე ახალი სანათი წერტილების მოწყობა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.ბ) დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია დაბა ჩხოროწყუში ქუჩების ყოველდღიური, სოფლების მუხურის, ხაბუმეს, ქვედა ჩხოროწყუს, ლესიჭინეს ცენტრების პერიოდული დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, ასევე საცხოვრებელი კორპუსების შიდა ბუნკერების და გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება.
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.გ) წყლის სისტემის ექსპლუატაცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) სასმელი წყლის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს წყლის სისტემის მოწესრიგებას, მის დაცულობას. მოსახლეობისათვის მაღალი ხარისხის, ბაქტერიებისაგან გაწმენდილი წყლის მიწოდებას.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.დ) უმეთველყუროდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 06)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გ) სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები. (პროგრამული კოდი 03 05)
პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში შენობა-ნაგებობებზე და მიწაზე ზედამხედველობას, უზრუნველყოფს საპროექტო-სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას.
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია ასევე უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის დაფინანსება და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.
ა) სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 34 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1012 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვების ხარჯების, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, სკოლამდელი განათლება ითვალისწინებს საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია და ექსპლუატაციას რათა აღსაზრდელებს შეექმნას კომფორტული პირობები და შეძლონ სწავლა და გართობა.
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) საჯარო სკოლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 02) მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობისათვის ფინანსური მხარდაჭერის განხორციელება.
მოსალოდნელი შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გ) განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში ხორციელდებანორჩ ფოლკლორისტთა, ენის მოყვარულთა, შემოქმედთა, ტექნიკური ცოდნის მიდრეკილთა და მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეთა გამოვლენა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
ა.ა) ფეხბურთი განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
ქვეპროგრამა მოიცავს მუნიციპალიტეტის მოზარდ თაობაში საფეხბურთო მონაცემების მქონე მოზარდი თაობის გამოვლენას, დაოსტატებას და ქვეყნის მაშტაბით მათ მონაწილეობას სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებით ორგანიზებულ ტურნირებში.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ა.ბ) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) ქვეპროგრამის მოიცავს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობას სხვადასხვა სპორტულ სექციებში და მათ მონაწილეობა შესაბამის სპორტული სახეების მიხედვით სხვადასხვა ეგიდის შეჯიბრებებში, აგრეთვე მუნიციპალიტეტში მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
ბ.ა) კულტურის სახლების, სასოფლო კლუბების და ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 01) ქვეპროგრამა ითვალისწინებს ამ დაწესებულებების, კერძოდ ა(ა)იპ-ი „ჩხოროწყუს კულტურის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: თეატრალური ხელოვნების განვითარება, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. ტრადიციების აღორძინება და განვითარება.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.ბ) მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 02) ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „ჩხოროწყუ ისტორუიულის მუზეუმი“–ს დაფინანსებას, რომელიც სისტემატიურად მოიპოვებს, იცავს, იკვლევს, პოპულარიზაციას უწევს და გამოფენს ადამინათა და მათი საარსებო გარემოს ამსახველ ნივთიერ ისტორიულ მასალას, შეისწავლის მათ, განათლების, საზოგადოებისათვის ცოდნის გაცემის და ესთეტიური სიამოვნების მინიჭების მიზნით; მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.გ) სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ-ი „ჩხოროწყუს მუსიკალური სკოლა“, სადაც სწავლობს 170-მდე მოსწავლე;
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.დ) კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა (ქვეპროგრამის კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ.ე) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამა უზრუნველყოფს სხვადასხვა ღონისძიებების გამართვას, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ჩხოროწყუს ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბ.ა) ვეტერანთა, დევნილთა და მარტოხელა სოციალურად დაუცველთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 02 01; 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში);იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 150 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); ტერიტორიაზე მცხოვრები მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება.
ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა 65 მრავალშვილიან ოჯახს, 300-მდე ახალ დაბადებულ ბავშვებზე, 15-მდე ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე, 60-მდე უსინათლოებზე, მეორე მსოფლიო ომის 9 მონაწილეზე, ავღანეთის ომში 35 მონაწილეთა ოჯახებზე, ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციაში 16 მონაწილეთა ოჯახებზე გაიცემა ერთჯერად დახმარებები. თირკმლის დიალეზზე მყოფი 12 პირზე გაიხემა ყოველთვიური დახმარება. გათვალისწინებულია უსახლკაროთა თავშესაფრით უზრეუნველყოფა, გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება, ხელმოკლე ოოჯახებისათვის სამედიცინო დახმარებების თანადაფინანსება და სხვა ერთჯერადი დახმარებები.
ბ.გ) უფასო სასადილოს დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულიასოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა.
მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
გ) სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სტიქიის შედეგად დაზარეალებული მოსახლეობის ხელშეწყობა, როგორც ფულადი ისე მატერიალური სახით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
|
თავი III მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 17.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები