დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.126.016131 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/12/2014 - 08/01/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესი თანდართული სახით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. |
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
წინამდებარე წესი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის პირობებს. |
მუხლი 2.
საშეშე და სამასალე მერქნის მიმღები ოჯახების კატეგორია |
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე მერქანი უსასყიდლოდ გადაეცემა სოფლის ამბულატორიებს და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს.
2. ამ მუხლის პირველ პუქტში აღნიშნული სოციალურად გაჭირვებული ოჯახებია: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, ასევე, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი, მარტოხელა პენსიონერთა, მრავალშვილიანთა, მძიმე ავადმყოფთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ ან დასახიჩრებულ მეომართა ოჯახები. 3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამასალე მერქანი უსასყიდლოდ გადაეცემა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც სტიქიური მოვლენების შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებია: მიწისძვრის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალდიდობის, ხანძრის, ქარიშხლის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები. |
მუხლი 3.
საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის პირობები |
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში აღნიშნული ოჯახი (ოჯახის უფლებამოსილი წევრი) შესაბამისი განცხადებით მიმართავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს. განცხადებას თან უნდა დაერთოს ნებისმიერი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, პენსიის, მძიმე ავადმყოფობის, მრავალშვილიანობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპვის ან დასახიჩრების შესახებ დოკუმენტი და სხვა დოკუმენტი) რომელიც ასახავს ოჯახის სოციალურ პირობებს, ან სტიქიური მოვლენის შედედად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტს.
2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით იქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შესაძლებელია შევიდეს საზოგადოების სხვადასხავა სფეროს წარმომადგენლები. 3. კომისია განიხილავს ამ წესის პირველ პუნქტში აღნიშნულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას, ადგილზე მისვლით ამოწმებს ოჯახის სოციალურ პირობებს ან სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას და ადგენს შესაბამის დასკვნას განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განცხადების დაკმაყოფილების შესახებ კომისიის დასკვნაში აღნიშნული უნდა იყოს განმცხადებლისათვის გადასაცემი საშეშე ან სამასალე მერქნის მოცულობა. 4. კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცემა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს, რომელიც კომისიის დასკვნის საფუძველზე ამზადებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს საშეშე/სამასალე მერქნის განმცხადებლისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 5. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების გამოცემის შემდეგ, საშეშე ან სამასალე მერქნის განმცხადებლისათვის გადაცემა ხდება კომისიასა და განმცხადებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 6. სოფლის ამბულატორიებს საშეშე მერქანი გადაეცემა უსაყიდლოდ ამბულატორიის ხელმძღვანელის წერილობითი მომართვის საფუძველზე ამ წესის დებულებების გათვალისწინებით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები