თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები თერჯოლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 08/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.126.016243
1
08/01/2018
ვებგვერდი, 11/01/2018
010250020.35.126.016243
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2018 წლის 8 იანვარი

ქ. თერჯოლა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში და დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 8 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე



თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის უსასყიდლოდ განკარგვის წესი

თავი I
ზოგადი დებულებები

მუხლი 1
წინამდებარე წესი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის პირობებს.
მუხლი 2. საშეშე და სამასალე მერქნის მიმღები ოჯახების კატეგორია
1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე მერქანი უსასყიდლოდ გადაეცემა სოფლის ამბულატორიებს და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს.

2. ამ მუხლის პირველ პუქტში აღნიშნული სოციალურად შეჭირვებული ოჯახებია: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, ასევე, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი, მარტოხელა პენსიონერთა, მრავალშვილიანთა, მძიმე ავადმყოფთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ ან დასახიჩრებულ მეომართა ოჯახები.

3. სოფლის ამბულატორიებს საშეშე მერქანი გადაეცემა უსაყიდლოდ, ამბულატორიის ხელმძღვანელის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ამ წესის დებულებების გათვალისწინებით.

4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამასალე მერქანი უსასყიდლოდ გადაეცემა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც სტიქიური მოვლენების შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებია: მიწისძვრის, მეწყერის, ღვარცოფის, წყალდიდობის, ხანძრის, ქარიშხლის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები.


თავი II
საშეშე და სამასალე მერქნის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო

მუხლი 3
1. საშეშე და სამასალე მერქნის გადაცემისათვის უფლებამოსილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის კომისია.

2. კომისია დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე. არავის აქვს უფლება, მოახდინოს რაიმე ზეგავლენა ან/და ჩაერიოს კომისიის საქმიანობაში, გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

3. კომისია უფლებამოსილია მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის რაოდენობის შესახებ, მისი შემდგომი განკარგვის მიზნით.

მუხლი 4
1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით ბრძანებით.

2. კომისია შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 9 წევრისაგან, კომისიის რაოდენობა უნდა იყოს კენტი.

3. კომისია შედგება მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებისაგან/მოხელეებისაგან.

მუხლი 5
1. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტა.

2. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, თუ კომისიის წევრთა რაოდენობა შემცირდება ნახევარზე მეტად ან ლუწი იქნება, მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია 5 სამუშაო დღეში დანიშნოს ახალი წევრი.

მუხლი 6
1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთაგან ირჩევს კომისია, ხმათა უბრალო უმრავლესობით.

3. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.


თავი III
საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის პირობები

მუხლი 7
1. ამ წესის მე-2 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ოჯახი (ოჯახის უფლებამოსილი წევრი) შესაბამისი განცხადებით მიმართავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც აღნიშნულ განცხადებას განსახილველად გადასცემს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საშეშე და სამასალე მერქნის განკარგვის კომისიას.

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს ნებისმიერი დოკუმენტი (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, მძიმე ავადმყოფობის, მრავალშვილიანობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპვის ან დასახიჩრების შესახებ დოკუმენტი და სხვა დოკუმენტი), რომელიც ასახავს ოჯახის სოციალურ პირობებს ან სტიქიური მოვლენის შედედად საცხოვრებელი სახლის დაზიანების ფაქტს, ასევე განცხადებაზე უნდა მიეთითოს თანხმობა (რეზოლუცია) თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ხელმოწერით იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელ ერთეულშიც ცხოვრობს განმცხადებელი.

3. კომისია განიხილავს ამ წესის პირველ და მეორე პუნქტში აღნიშნულ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტაციას. ადგილზე გასვლით, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად ამოწმებს ოჯახის სოციალურ პირობებს ან სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას და ადგენს შესაბამის „ადგილზე დათვალიერების ოქმს“.

მუხლი 8
1.კომისიის სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის ყველა დამსწრე წევრი და კომისიის მდივანი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს უფლება, სხდომის ოქმს წერილობით დაურთოს საკუთარი განსხვავებული აზრი, რომელიც აღინიშნება ოქმში.

2. ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) კომისიის დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;

დ) განხილვის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა;

ე) კენჭისყრის შედეგები;

ვ) მიღებული გადაწყვეტილება.

3. კომისია განცხადებას განიხილავს მიღებიდან ორი კვირის ვადაში.

მუხლი 9
1. კომისია იღებს გადაწყვეტილებას განხილული განცხადების დაკმაყოფილების ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თანხმობის შემთხვევაში გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს გადასაცემი საშეშე/სამასალე მერქნის რაოდენობა (მ³).

2. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია სარეკომენდაციო დასკვნით მიმართავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს, რომელსაც თან ახლავს ბრძანების პროექტი, საშეშე ან სამასალე მერქნის განმცხადებლისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება.

3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემის შემდეგ, საშეშე ან სამასალე მერქნის განმცხადებლისათვის გადაცემა ხდება კომისიის მიერ გამოყოფილ პირსა (კომისიის წევრი) და განმცხადებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.