შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2134
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/11/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018155
  • Word
2134
28/11/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
000000000.00.003.018155
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2134

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მართვაში არსებულმა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია) უზრუნველყოს ქ. თერჯოლის გადასახვევთან, სამანქანო მაგისტრალურ გზაზე, წყალსადენ-კანალიზაციის ქსელის გადატანის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა 145 000 (ას ორმოცდახუთი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად, სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მოიძიოს რესურსი 145 000 (ას ორმოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით და უზრუნველყოს თანხის კოპანიისათვის გადარიცხვა.

3. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კომპანიამ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. სამინისტრომ უზრუნველყოს კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

5. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                                    ირაკლი ღარიბაშვილი