შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2249
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/12/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018167
  • Word
2249
10/12/2014
ვებგვერდი, 18/12/2014
000000000.00.003.018167
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2249

2014 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

შპს „ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტ ივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

1. შპს „ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია):

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრი­ვი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, უზრუნველყოს ქ. დედოფლისწყაროს, ქ. ნინოწმინ­დისა და ქ. ბოლნისის არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების კეთილმოწყობისათვის, გადაუდებელი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაო­ების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვა გამარტივე­ბული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით;

ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვ­რუ­­ლი სამუშაოები განახორციელოს კომპანიის მიერ შესყიდული და შე­თა­ნხმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამი­სად.

2. კომპანიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება უზრუნველყოს კომპანიი­სათვის გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                ი . ღარიბაშვილი