დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/12/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018167 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2249
2014 წლის 10 დეკემბერი
ქ. თბილისი
შპს „ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტ ივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
1. შპს „ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ (შემდგომში - კომპანია):
ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, უზრუნველყოს ქ. დედოფლისწყაროს, ქ. ნინოწმინდისა და ქ. ბოლნისის არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების კეთილმოწყობისათვის, გადაუდებელი სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამუშაოები განახორციელოს კომპანიის მიერ შესყიდული და შეთანხმებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. კომპანიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების დაფინანსება უზრუნველყოს კომპანიისათვის გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები